წრთობის გავლენა პოლიკრისტალური ვანადიუმის დინამიურ მექანიკურ თვისებებზე
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ვანადიუმი
ძვრის მოდული
წრთობა
დრეკადობის ზღვარი
ამპლიტუდური დეფორმაცია

როგორ უნდა ციტირება

ტაბატაძე ი., ყურაშვილი ი., ჯანელიძე ი., & დარსაველიძე გ. (2023). წრთობის გავლენა პოლიკრისტალური ვანადიუმის დინამიურ მექანიკურ თვისებებზე. ქართველი მეცნიერები, 5(2), 296–302. https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.37

ანოტაცია

შესწავლილია მაღალ ტემპერატურებზე წრთობის გავლენა პოლიკრისტალური ვანადიუმის გრეხითი რხევების მილევის ლოგარითმული დეკრემენტის და ძვრის დინამიური მოდულის ცვლილებათა კანონზომიერებები ამპლიტუდური დეფორმაციის 10-5-10-3 ინტერვალში. განსაზღვრულია ამპლიტუდური დეფორმაციის კრიტიკული მნიშვნელობები, რომლებზედაც იწყება დისლოკაციების სეგმენტების მოწყვეტა დამაგრების სუსტი და ძლიერი ცენტრებიდან. ფიქსირებულ 700 და 9000C ტემპერატურებზე ხანმოკლე (20წთ) მოწვისა და შემდგომი წრთობით ოთახის ტემპერატურაზე მოსალოდნელია მინარევების კონცენტრაციის შემცირება დისლოკაციების გარემომცველ კოტრელის ატმოსფეროში. აღნიშნულ ცვლილებებს შეუძლიათ განაპირობონ დისლოკაციების ბლოკირების კრიტიკული ამპლიტუდური დეფორმაციისა და ძვრის დინამიური მოდულის შესამჩნევი შემცირება და რხევების ენერგიის შთანთქმის ინტენსივობის ძლიერი ზრდა რხევის ამპლიტუდების ფართო დიაპაზონში. ვანადიუმის სტრუქტურაში არსებული დისლოკაციების გარემომცველი კოტრელის ატმოსფეროს შედგენილობის კონცენტრაციულმა ცვლილებებმა განაპირობეს დრეკადობის ზღვრის სიმრავლეთა წარმოქმნა. მიღებული შედეგები ცხადყოფს მაღალი ტემპერატურებიდან წრთობით ვანადიუმის დისლოკაციური სტრუქტურის ძვრადობის ცვლილების შესაძლებლობებს, რაც წარმოადგენს მექანიკური თვისებების მართვის საფუძველს.

https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.37
PDF (English)

წყაროები

О.Ш. Окросцваридзе, Г.Ш.Дарсавелидзе, Г.Ф. Тавадзе.Сообщения АН ГССР, т.109, N2, 1983,285 – 288.

Б.К.Кардашев, В.М. Чернов.ФТТ том 50, вып.5, 2008, 820 – 825

Л.С. Данелян, С.Н. Коршунов,А.Н. Мансуров.Вопросы атомной науки и техники. Серия Термоядерный синтез, вып.2,2011, 46 -52.

V.M. Chernov, B.K. Kardashev, L.M.Krjukova,L.J.Mamaev.J.Nuklear Materials,257,1998, 363 – 273

С.А.Головин ,А.Пушкар, Д.М. Металлургия,1987, 192с.

М.А. Криштал, С.А. Головин. Внутреннее трение и структура металлов.М.:Металлургия, 1976,376с.

М.С. Блантер, Ю.В. Пигузов, Г.М. Ашмарин. Метод внутреннего трения в металловедческих исследованиях.М.: Металлургия,1991,248с.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...