საქართველოს ბენტონიტური თიხის ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური თვისება

ბენტონიტური თიხა თიხა -ასკანე გაჯირჯვება ქიტოზანი

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
მარტი 31, 2023

ჩამოტვირთვები

თიხა-მინერალები ცნობილია, როგორც ბიოთავსებადი ნედლეული, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება სამკურნალო მიზნებისთვის. ამჟამად, ბენტონიტები ფართოდაა შესწავლილი მედიცინაში მრავალმხრივი გამოყენების მიზნით მათი ისეთი უნიკალური თვისებების გამო, როგორიცაა გაჯირჯვების და ადსორბციის უნარი. გაჯირჯვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თიხის რეოლოგიურ და ფიზიკურ თვისებებზე. ის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგ. ტემპერატურა, pH და გამხსნელის პოლარობა. გარდა ამისა, ბენტონიტებს  ზედაპირული უარყოფითი მუხტის გამო გააჩნიათ კათიონური ელემენტების ადსორბციის მაღალი უნარი. ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის (თსსუ) კვლევის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ბენტონიტური თიხის გამოყენების პოტენციალის გაფართოება ბიოფარმაციაში. ასკანას საბადოს თიხიდან (ოზურგეთის რაიონი, საქართველო) მიღებული პრეპარატის - თიხა ასკანე (TA), საფუძველზე ინსტიტუტის მიერ მოწოდებულია რბილი წამლის ფორმები კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. წარმოდგენილ ნაშრომში შესწავლილია TA -ს გაჯირჯვების უნარი სხვადასხვა ტემპერატურის, პოლარობის და pH-ის პირობებში; ასევე გამოკვლეულია ბენტონიტის ურთიერთქმედების ხასიათი კათიონურ ნაერთებთან. ვინაიდან მრავალი კვლევა ორიენტირებულია თიხა-მინერალების და კათიონური პოლიმერების კომბინაციაზე ეფექტური თერაპიული სისტემების შემუშავების მიზნით, შევისწავლეთ TA -ს როგორც სუბსტრატის გამოყენების შესაძლებლობა, ბიოპოლიმერ ქიტოზანთან (CS) ჰიბრიდული კომპოზიტების მისაღებად. ნიმუშები შეფასდა ინფრაწითელი სპექტრებისა და ერთგვაროვნების მიხედვით. დადგინდა, რომ ტემპერატურა, pH და ხსნარების პოლარობა გავლენას ახდენს TA-ს გაჯირჯვების უნარზე. FTIR ანალიზმა აჩვენა, რომ კათიონური ბუნების ნივთიერებაც და პოლიმერიც (CS) შეიძლება წარმატებით ინკორპორირდეს TA-ში ადსორბციისა და ქიმიური ბმების წარმოქმნის გზით. მიკროსკოპული ანალიზით დადგინდა TA-CS კომპოზიტების ჰომოგენურობა. მიღებული შედეგები სამომავლოდ გამოყენებული იქნება საქართვლოს ბენტონიტური თიხის პრეპარატის (TA) საფუძველზე წამალი-თიხის ან წამალი-პოლიმერული კომპოზიტების მოსამზადებლად ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.