ანოტაცია
კანაფის და მისგან მიღებული ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2014 წელს 5,200 ტონა ბალახი და 1000 ტონა კანაფის ფისი იქნა ამოღებული. კანაფი და მისგან მიღებული ნარკოტიკული საშუალებები რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად ნარკოტიკად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კანაფის ნარკოტიკულად აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ) (4). ტეტრაჰიდროკანაბინოლი ცხიმში კარგად ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ კარგად აღწევს ადამიანის სხეულის ცხიმშემცველ ქსოვილებში, მათ შორის თავის ტვინში. ტეტრაჰიდროკანაბინოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და გარდაიქმნება 11 - ჰიდროქსი - ტჰკ და 11-ნორ-9-კარბოქსი-ტჰკ. აღნიშნული ნივთიერებები წარმოადგენს მეტაბოლიტებს და არ ახასიათებს ფსიქოტროპული აქტივობა. ტჰკ-ს მეტაბოლიტების ელიმინაცია პირველი დღეების განმავლობაში მიმდინარეობს უფრო სწრაფად, ვიდრე შემდეგ დღეებში (2, 3).
წყაროები
2. Goulle JP, Saussereau E, Lacroix C. Delta-9-tetrahydrocannabinol pharmacoki neti cs. Ann Pharm Fr.2008;66:232–244.
3. Karschner EL, Schwilke EW, Lowe RH, Darwin WD, Herning RI, Cadet JL, et al. Implications of plasma Delta9tetrahydrocannabinol, 11-hydroxy-THC, and 11-nor-9-carboxy-THC concentrations in chronic cannabis smokers. J Anal Toxicol. 2009;33:469–477
4. Röhrich J, Schimmel I, Zörntlein S, Becker J, Concentrations of delta9-tetrahydrocannabinol and 11-nor-9-carboxytetrahydrocannabinol in blood and urine after passive exposure to Cannabis smoke in a coffee shop. J Anal Toxicol. 2010 May;34(4):196-203.
5. Rebecca Andrews, Sue Paterson. A validated method for the analysis of cannabinoids in post-mortem blood using liquid–liquid extraction and two-dimensional gas chromatography–mass spectrometry. Forensic science internation- al 2012, volum 222, Issues 1-3, Pages 111-117