ანოტაცია
მუკოკუტანური აუტოიმუნური ხასიათის დაავადებების დიდ ჯგუფს წარმოადგენს დერმატოზები, რომლებიც ვლინდება როგორც კანზე, ასევე პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და ტუჩებზე. მათ მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: წითელი ბრტყელი ლიქენი, ქრონიკული წითელი მგლურა, პემფიგუსი. არსებობს, აგრეთვე, ტერმინი – ლიქენოიდური დაზიანებები ან რეაქციები, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია ეტიოლოგიური ფაქტორი, ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები წააგავს წითელი ბრტყელი ლიქენის მორფოლოგიურ სურათს, მაგრამ წითელი ბრტყელი ლიქენისგან განსხვავებით, იგი ყოველთვის უნილატერალურია. მას ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ეპითელური დისპლაზიის ნიშნები, რის გამოც მეტად მიდრეკილია კანცერიზაციის პროცესისკენ (Dionisio alejandro Cartes Ramirez, et al. 2009; Mignogna MD, et al. 2007).
წყაროები
2. Axell T., Pindborg J.J., Smith C. J. van der Waa (199 ). Oral white lesions with special reference to precancerous and tobaccorelated lesions: conclusions of an international symposium held in Uppsala, Sweden, May 18 -21, 1994. International Collaborative Group on Oral white lesions. J Oral Pathol Med 1994; 25 :49 - 54.
3. Dionisio Alejandro Cartes Ramirez, Maria Luisa Gairza Cirauqui, Maria Angeles Echebarriar Goikouria, Jose M. Aguirre Urizar. Oral Lichenoid disease as a premalignant condition: The Controversies and the unknown. Med Oral Patol Oral Cir Bucal. 2009 Mar 1; 14 (13):E118 22
4. Kats H.L., Shear M., Altini M. A critical evaluaton of epithelial dysplasia in oral mucosal lesions using the Smith Pindborg method of standardization. J Oral Pathol 1985 ;14:476 482.
5. Mignogna MD., Fedele S., Lo Russo L., Mignogna C., De Rosa G., Porter ST. Field cancerization in oral lichen planus. Eur J Surg Oncol 2007; 33:383- 9.
6. Pindborg J.J. Reichart Px, Smith Cix, Vander Waal (1997). World Health Organization: histological typing of cancer and precancer of aral mucosa. Berlin: Springer verlag.