ქვეტექსტის ფორმირებისა და ამოცნობის მეთოდები
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2024.09.01.18საკვანძო სიტყვები:
პრივილეგირებული ქვეტექსტი, ემოციური ქვეტექსტი, იმპლიციტური მნიშვნელობა, გამეორებაანოტაცია
სტატიის უპირველესი მიზანია გამოავლინოს სხვადასხვა მეთოდები ქვეტექსტების გასაგებად, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაიაზრონ ავტორის ძირითადი გზავნილი. ეს მიიღწევა ქვეტექსტის ფორმირებისა და იდენტიფიკაციის ტექნიკის მეშვეობით. ქვეტექსტი წარმოადგენს ნაწარმოების ავტორის მიერ წინასწარ განზრახულ გამოუხატავ აზრს და ემსახურება განსაზღვრული ექსპრესიულ-ემოციური ფონის შექმნას. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქვეტექსტები შეიძლება აგებული იყოს სხვადასხვა გზით, და გამოიყენებიან როგორც ძლევამოსილი ხელსაწყო, პირდაპირი მნიშვნელობიდან განსხვავებული ფარული მნიშვნელობის აღსაქმელად. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქვეტექსტები ასახავს მნიშვნელობის მრავალ ფენას ზედაპირული ტექსტის ქვეშ, რაც აიძულებს მკითხველებს თვალი ადევნონ და დააკვირდნენ პერსონაჟებს, სიუჟეტებსა და თემებს. სტატიაში ხაგასმულია, რომ ქვეტექსტის კომპეტენტური გაგებითა და ოსტატობით, მწერლებს შეუძლიათ ემოციების ჩამოყალიბება დიალოგებსა თუ ქმედებებში, რითაც ქმნიან უფრო მიმზიდველ და დამაჯერებელ თხრობას. სტატია განიხილავს სხვადასხვა ქვეტექსტის ტიპებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ემოციურ ქვეტექსტს, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული სახის განსხვავებული გამომეტყველებით, ჟესტებით, სხეულის ენით და კონკრეტული სიტყვების არჩევით, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს გააცნობიეროს ფარული ემოციები, როგორიცაა ბედნიერება, სიხარული, ბრაზი და სევდა. სტატიაში ხაზგასმულია გამეორების, დიალოგების, დუმილის გადამწყვეტი როლი ქვეტექსტებში, რომელიც სპეციალიზებული ლექსიკის მეშვეობით არის გამოხატული. ეს ელემენტები ირიბად განასხვავებენ მოვლენებს, მოქმედებებს და პერსონაჟებს ქვეტექსტში. ასევე აღნიშნულია, რომ ქვეტექსტის ზედმიწევნითი შემუშავება მოიცავს სპეციფიკურ ტექნიკას და ელემენტებს, როგორიცაა აუდიტორიისთვის შესაბამისი სცენარების ეფექტურად წარდგენა, სანდო წყაროებიდან ინფორმაციის გადამოწმება და ლოგიკური მსჯელობის საშუალებით გასაგები ინფორმაციის მოპოვება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Braga, P. (2019). Mapping subtext by using thematic coordinates. JOMEC Journal, (13), 51-69.
Clyde, J. A. (2003). Stepping inside the story world: The subtext strategy: A tool for connecting and comprehending. The Reading Teacher, 57(2), 150-160.
Dara M. (2006). Inside Story: The Power of the Transformational Arc. Studio City, CA: Three Mountain Press.
Seger L. Writing Subtext. (2017)What Lies Beneath. Publisher: Michael Wiese Productions.
Wayne c. B. The Company We Keep. An Ethics of Fiction. Berkeley, Los Angeles, London: University of California Press. 1988
Aldington' P. "Death of a Hero”. Penguin Classics. 2013
Bennet G. “The Wind". Penguin Classics. 2013
Dell F. “The Blanket”. Discovering Fiction - Introduction Students’ book, Cambridge University Press, 2nd Edition, 2013
J. Galsworthy "Saga of the Forsytes, Publisher: Intra S.r.l.s. 2022
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .