დარგობრივი კომუნიკაციის სწავლების სტრატეგიები გერმანული ენის ქართველ შემსწავლელთათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.17საკვანძო სიტყვები:
დარგობრივი კომუნიკაცია, სპეციალიზებული ენა, დიალოგური მიდგომა, კულტუროლოგიური კომპეტენცია, ინტერკულტურული კომუნიკაციაანოტაცია
გერმანული ენის დარგობრივი კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღევანდელ საგანმანათლებლო გარემოში, განსაკუთრებით იმ ქართველი სტუდენტებისათვის, რომლებიც ამ ენის შესწავლას ისახავენ მიზნად. ქართულ უნივერსიტეტებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში იზრდება ინტერესი გერმანული ენის დარგობრივი ასპექტების მიმართ, რაც განპირობებულია როგორც გერმანული ენის გაძლიერებული გამოყენების საჭიროებით, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების, ეკონომიკური და პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებით. დარგობრივი კომუნიკაცია მოიცავს ენის ისეთ გამოყენებას, რომელიც შესაბამისია კონკრეტულ პროფესიულ სფეროში, რაც მას განსაკუთრებულად საჭიროს ხდის თანამედროვე სწავლების პრაქტიკაში.
გერმანული დარგობრივი ენის შესწავლა ქართველ სტუდენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უვითარებს მათ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია კონკრეტულ სფეროებში წარმატებული კარიერისათვის. კვლევა მოიცავს გერმანულ ენაში დარგობრივი კომუნიკაციის სწავლების სტრატეგიების მიმოხილვას და მათ ადაპტირებას ქართული საგანმანათლებლო სისტემის სპეციფიკაზე.
ნაშრომში განხილულია იმ პრინციპების და მიდგომების ეფექტიანობა, რომლებიც ხელს უწყობს დარგობრივი კომუნიკაციის სწავლებას, მათ შორის, ენის კულტუროლოგიური და პროფესიული ასპექტების გათვალისწინებით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Ehlich, K. (2000). Fachsprache – Allgemeinsprache – Bildungssprache. In: Hoffmann, L. (Hrsg.): Fachsprachen. Ein internationales Handbuch zur Fachsprachenforschung und Terminologiewissenschaft, De Gruyter.
Hufeisen, B., & Lutjeharms, M. (2005). Deutsch als Fremdsprache: Eine Einführung. Langenscheidt.
Krumm, H. J. (2001). Sprachen lernen – Sprachen lehren: Eine didaktische Einführung. Langenscheidt.
Müller, T. (2012). Deutsch im Beruf: Fachsprachlicher Deutschunterricht für Fortgeschrittene. Hueber Verlag.
Neuner, G. (2003). Lernziel Interkulturelle Kompetenz. Goethe-Institut.
Schneider, M. (2005). Fachkommunikation in der Praxis: Texte, Muster, Strategien. Cornelsen.
Stickel, G. (2002). Deutsch als Wissenschaftssprache. De Gruyter.



