რუსეთ-თურქეთის სიტუაციური მოკავშირეობა შავი ზღვის რეგიონში (პოლიტიკური ინტერესები)

ავტორები

  • ხვიჩა კოხია
  • თათია ხუნტუა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.12

საკვანძო სიტყვები:

სიტუაციური მოკავშირეობა, ჰიბრიდული პოლიტიკა, სტრატეგიული პარტნიორობა, იდეოლოგიური პროფილი, ავტორიტარიზმი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ,,რუსეთ-თურქეთის სიტუაციური მოკავშირეობა შავი ზღვის რეგიონში”, მათი ეკონომიკური ინტერესები და ამ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თუ სამხედრო ქმედებები, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩარლზ კინდერბერგის ,,ჰეგემონიის სტაბილურობის თეორიის“ თანახმად, შავი ზღვის რეგიონში მკვეთრად გამოკვეთილი ორი ძირითადი დაჯგუფება დომინირებს: ნატო და ევროკავშირი თურქეთის სახით და მასთან დაპირისპირებული რუსეთი - ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ალიანსში. ამ ორი სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფების დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახლავთ შავი ზღვის რეგიონზე გამავალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გლობალური მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური დინებების გაკონტროლების მწვავე სურვილი. ეკონომიკურ დინებებზე კონტროლი ორივე დაჯგუფებას აძლევს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს გლობალურ პროცესებზე. ამ თეორიის კომპლექსური შესწავლა და გამოყენება აუცილებელია, რადგან რეგიონში არსებული დაძაბული გარემო მოითხოვს სწრაფ და მოქნილ რეაგირებას მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური პროცესების ურყევი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ამ თეორიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სოციალურად ორიენტირებული ძლიერი ლიბერალური ეკონომიკის დასამკვიდრებლად აუცილებელია სამხედრო ძალის მოპოვება და მისი უპირატესობის დემონსტრირება. ეს, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, აღნიშნული ძალა გამოყენებულ იქნას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში წესრიგის დასამყარებლად. ეს პროცესი ემსახურება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ალიანსის წევრი ქვეყნების ინტერესების გატარებასაც, რის შედეგადაც მყარდება გლობალური ლიბერალური და ურთიერთსასარგებლო წესრიგი.

ნაშრომში ასევე განხილულია შავი ზღვის რეგიონში დაპირსპირებული ძირითადი ორი მხარის ურთიერთობების ისტორია, დღევანდელი რეალობა,  მოვლენათა შესაძლო განვითარება და პერსპექტივები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ხვიჩა კოხია

სამართლის მაგისტრი, მკვლევარი

თათია ხუნტუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 დოქტორანტი

წყაროები

გუნეით გურერი, ელენა ვალზაკი. რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი მოსფლიოს წესრიგის ფორმირების პროცესში. აშშ. 01.12.2024.

სურმავა გ., ბატაშვილი დ. შავი ზღვის უსაფრთხოება, მოთამაშეთა ინტერესები. რუსეთის სტრატეგია - თურქეთის მიდგომები. თბ. 2013

Aristopolous D. Pan-Turkic ideology and its impact on geopolitics. 07.12.2020. Turkey.

Avdalyan E. Turkey's Winning Strategy in the Nagorno-Karabakh Conflict. 13.

Horrell S. NATO Strategy as a Security Guarantor in the Black Sea Region. 09.10.2024. USA.

Isashenko D. Turkey's approach to the Black Sea region. 10.06.2024. Germany

Jones S. Russia's Shadow Against the West. USA. 18.03.2025.

Katyanov. V. Understanding the historical fate of Russia.

Romandash A. The constant evolution of Russian-Turkish relations. 27.08.2024.

Scutaru G. Offshores of the Black Sea Region, Energy Potential and Its Strategic Role at the Regional and Continental Levels. Bucharest. 2024.

Solaker G. Can Turkey play some kind of positive role in the future of Ukraine? 02.21.2025. Germany.

Дугин. А. Основы геополитики. 1997. РФ

Караганов С. Большая игра, Россия, Запад и будущее мира. РФ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-05

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.