ქცევითი სტილის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურ კონტექსტებში: ემპათიის განზომილებების, პიროვნული თვისებებისა და ქცევითი რეაგირების სტრუქტურული ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2026.01.15საკვანძო სიტყვები:
ქცევითი სტილი, ემპათია, პიროვნული თვისებები, კრიზისთან გამკლავება, სოციალური ადაპტაციაანოტაცია
სამეცნიერო სტატიაში წარმოდგენილია ემპირიული კვლევის შედეგები, კერძოდ, ქცევითი სტილის განმსაზღვრელი ფაქტორები სოციალურ კონტექსტებში. ამასთანავე, ნაშრომში გადმოცემულია ემპათიის განზომილებების, პიროვნული თვისებებისა და ქცევითი რეაგირების სტრუქტურული ანალიზი. ემპირიული კვლევა ასახავს ქცევითი სტილის ფსიქოლოგიურ განმსაზღვრელ ფაქტორებს სოციალურ და კრიზისულ კონტექსტებში, განსაკუთრებული აქცენტით ემპათიისა და პიროვნული თვისებების როლზე. სოციალური ქცევის თანამედროვე მოდელებზე დაყრდნობით, კვლევა აერთიანებს თომასის (Thomas) ქცევითი სტილის ჩარჩოს, დევისის (M. H. Davis) მრავალგანზომილებიან ემპათიის მოდელს და „დიდი ხუთეულის“ (“the Big Five“) პიროვნების თეორიას, რათა უზრუნველყოს კონფლიქტურ, კრიზისულ და სტრესულ სიტუაციებში ქცევითი რეაქციების სტრუქტურული ანალიზი. მეთოდოლოგიურად, კვლევა ეფუძნება ემპირიულ რაოდენობრივ დიზაინს, რომელიც იყენებს ინტერპერსონალური რეაქტიულობის ინდექსის (“IRI“) ქართულ ადაპტირებულ ვერსიას, თომასის ქცევითი სტილის საკვლევ ინსტრუმენტს და „დიდი ხუთეულის“ პიროვნების კითხვარს. კვლევის სამეცნიერო სიახლე არის ემპათიის ინტეგრაციული შესწავლა, როგორც ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმისა, რომელიც აკავშირებს პიროვნების თვისებებს ადაპტაციურ (ადაპტურ) და არაადაპტურ ქცევით სტრატეგიასთან. ნაშრომის დასკვნები ადასტურებს, რომ ემპათია ფუნქციონირებს, როგორც ქცევითი სტილის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პროგნოზირების ფაქტორი, განსაკუთრებით კრიზისულ და კონფლიქტურ სიტუაციებში, და ხელს უწყობს უფრო კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების ჩამოყალიბებას, სოციალურ ადაპტაციას და ეფექტურ ინტერპერსონალურ ფუნქციონირებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Cherniss Cary, 2010, “Emotional Intelligence: Toward Clarification of a Concept.” Industrial and Organizational Psychology 3 (2): 110–126.
Costa Paul T. and Robert R. McCrae, 1992, Revised NEO Personality Inventory (NEO PI-R). Odessa, FL: “Psychological Assessment Resources“.
Davis Mark H., 1983, “Measuring Individual Differences in Empathy: Evidence for a Multidimensional Approach.” Journal of Personality and Social Psychology 44 (1): 113–126.
Eisenberg Nancy, Richard A. Fabes and Tracy L. Spinrad. 2007. “Prosocial Development”. In Handbook of Child Psychology, edited by William Damon and Richard M. Lerner, 646–718. New York: Wiley.
John Oliver P., Laura P. Naumann and Christopher J. Soto, 2008, “Paradigm Shift to the Integrative Big Five Trait Taxonomy”, In Handbook of Personality: Theory and Research, edited by Oliver P. John, Richard W. Robins, and Lawrence A. Pervin, 114–158. New York: Guilford Press.
Lazarus Richard S. and Susan Folkman, 1984, Stress, Appraisal, and Coping. New York: Springer.
Mayer John D., Peter Salovey and David R. Caruso, 2008, “Emotional Intelligence: New Ability or Eclectic Traits?” American Psychologist 63 (6): 503–517.
McCrae Robert R. and Paul T. Costa, 2008, “The Five-Factor Theory of Personality”, In Handbook of Personality: Theory and Research, edited by Oliver P. John, Richard W. Robins, and Lawrence A. Pervin, 159–181. New York: Guilford Press.
Thomas Kenneth W. and Ralph H. Kilmann, 1974, Thomas–Kilmann Conflict Mode Instrument. Palo Alto, CA: Consulting Psychologists Press.



