კერამიკული სასმისების გენეზისი საქართველოს არქეოლოგირი მასალების მიხედვით

კერამიკული სასმისების გენეზისი საქართველოს არქეოლოგირი მასალების მიხედვით

ავტორები

  • მარიამ იზორია ა(ა)იპ ქართული ტაძარ-მონასტრების აღმშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა დასბ-ს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის კვლევითი ლაბორატორია
  • მაია იზორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.14

საკვანძო სიტყვები:

თიხა, სასმისი, გენეზისი, არქეოლოგია, საქართვველო

ანოტაცია

კერამიკული სასმისები საქართველოს არქეოლოგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ნაწილია. მათი ფორმისა თუ დეკორის გენეზისი თიხის ისტორიული მასალებისა და ტექნიკური ხერხების ინოვაციურად გამოყენების ასპექტებს მოიცავს. გენეზისის პროცესი განიხილება კერამიკის ტექნოლოგიურ პროგრესთან მიმართებაშიც, რომლის განხორციელება  შეუძლებელია   ადგილობრივი რესურსების  გარეშე. ამ ამოცანათა რიგში დგას სასმისების მხატვრულ-სემანტიკური და უტილიტარული დანიშნულების   შეძლებისდაგვარად წარმოჩენა. აღნიშნული საკითხების კვლევისას გამოიყოფა ნიმუშების ის ტიპი, რომლის მხატვრულ ფორმაში პირდაპირაა გადმოტანილი წინარეხანის  არქეოლოგიურ მასალაში შემონახული  ტრადიციული სქემები. ასევე განკერძოებით დგას გარემომცველი პირობების  ზემოქმედებით  წარმოქმნილი სასმისების ჯგუფი, რომელშიც  ძველი მოტივები  ადგილობრივ ნიადაგზეა იმპროვიზებული და წმინდა წყლის მხატვრულ შემოქმედებას წარმოადგენს. თუმცა ყველა შემთხვევაში სხვადასხვა ეპოქის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში კერამიკული სასმისების ფორმასა და დეკორში  თავს იჩენს კულტურათა დიალოგი, რასაც  მათ ვიზუალურ სახეში  კოსმოპოლიტიზმის ელემენტი  შემოაქვს.  ამიტომ დიდ მნიშვნელობას იძენს სასმისების ადგილობრივი ნიმუშების შედარებითი ანალიზი ახლო და შორეულ მსოფლიო პარალელებთან, რომელიც წარმოდგენილია კულტურათა  ურთიერთგავლენების არეალში მოქცეული ახლო აღმოსავლეთის, მცირე აზიის, შავი და ხმელთაშუაზღვისპირეთის  ქვეყნების, სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ნიმუშებით. შედარებითი ანალიზის პროცესში ვლინდება  ადგილობრივ და პარალელურ მასალას შორის არსებული კავშირები ფორმის, დეკორის მოტივებისა და ტექნიკური ხერხების მსგავსების მხრივ. აგრეთვე ნათელი ხდება კერამიკულ მასალებსა და ტექნოლოგიებში ასახული ინოვაციების საერთო საფუძველი.   

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

მარიამ იზორია, ა(ა)იპ ქართული ტაძარ-მონასტრების აღმშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა დასბ-ს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის კვლევითი ლაბორატორია

დირექტორი, არქეოლოგიური მიმართულების დოქტორანტი

მაია იზორია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ხელოვნებათმცოდნეობის დირექტორი, პროფესორი

წყაროები

ბოხოჩაძე ა., მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით, თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, 1963.

გობეჯიშვილი გ. ბედენის გორასამარხების კულტურა თბ. 1980

დედაბრიშვილი შ., რუსიშვილი რ. სადუღას ველის შუა ბრინჯაოს ხანის N2 გორასამარხი -კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები , ტ. VI, თბ, გვ 56-68

ც.კაკაბაძე, შროშული კერამიკა, თბ., 1982.

კახიძე ა.,სურმანიძე ნ.,ნაგერვაძე მ. აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში, ბათუმი, 2016.

კახიძე ა., ფარტენაძე თ., აჭარა ადრეანტიკურ ხანაში, ბათუმი, 2017

ლორთქიფანიძე ო., ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან, თბილისი, 2002.

მიწიშვილი მ. მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში IX-XIII ს.ს., თბილისი, ხელოვნება, 1969, გვ.19, 39

მუსხელიშვილი დ., ხოვლეს ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა, თბ.1978.

ნებიერიძე ლ. ნეოლითი, წიგნში: საქართველოს არქეოლოგია, თბილისი, 1992.

სურგულაძე ი., ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბილისი, 1993.

ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ.წ. XV-VIII ს.ს.), თბილისი, 1973.

ფხაკაძე გ., ადრებრინჯაოს ხანის ზიარჭურჭლის დანიშნულებისაა და გავრცელების შესახებ. ჟურნ., ძიებანი N9, 2002.

ჯაფარიძე ო., ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, თბილისი, 1976.

ჯიბლაძე ლ., მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური არტეფაქტები კოლხეთის დაბლობიდან და მათი ურთიერთმიმართების საკითხები ეთნოგრაფიულ მონაცემებთან, ჟურნ.ამირანი XXV, 2014.

Куфтин Б. А. Археологические раскопки в Триалети. Тб., 1941. 12.

Нариманашвили Г. К., Керамика Картли, V-I в. в. до нашей зры, Тбилиси, Мецниереба, 1991.

Урушадзе Н., Древнегрузинское пластическое искусство. Тб., Хеловнеба. 1988

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-27

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...