რქაწითელის კრემის რეცეპტურა და ტექნოლოგია
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.23საკვანძო სიტყვები:
Rkatsiteli Cream, Recipe, Technologyანოტაცია
რეზიუმე
ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტების შემცველ კოსმეტიკურ პროდუქტებზე. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანტიოქსიდანტების შემცველ კოსმეტიკას, რომელიც იცავს კანის უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან, ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან და, შესაბამისად, ნაადრევი დაბერებისგან. ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წყაროა ვაზი და მისი გადამუშავების პროდუქტები.
ყურძნის გადამუშავების ძირითადი პროდუქტია ღვინო, რომელიც მდიდარია პოლიფენოლებით, ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. წიპწა წარმოადგენს ასევე ყურძნის სამრეწველო გადამუშავების ძირითად ნარჩენს და შეადგენს გადამუშავებული ყურძნის წონის დაახლოებით 7-20%-ს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში წიპწების მიმართ მზარდი ინტერესი გაჩნდა, რადგან შეიცავს ისეთ ბიოაქტიურ ნაერთებს, როგორიცაა: ცხიმოვანი მჟავები და პოლიფენოლები. მათი პოტენციური სარგებელი მერყეობს ანტიკოაგულანტური აქტივობიდან, ანტიოქსიდანტურ, ჰიპოგლიკემიურ და კიბოს საწინააღმდეგო აქტივობამდეც კი. ისინი ანელებენ კანის დაბერების პროცესს.
კონსისტენციის, პლასტიკურობისა და ტიქსოტროპული თვისებებიდან გამომდინარე კოსმეტიკური საშუალებებიდან უპირატესობას კრემებს ანიჭებენ. კრემები კარგად აიტანება კანის მიერ.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე რქაწითელის ღვინისა და წიპწის ზეთის შემცველი კრემის ფორმულაციის განსაზღვრა და ტექნოლოგიის დამუშავება.
ჩატარებული ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე განსაზღვრულია რქაწითელის კრემის ოპტიმალური რეცეპტურა, დამუშავებულია მომზადების ტექნოლოგია და მოწოდებულია ტექნოლოგიური სქემა. მიკროსკოპული კვლევებით დადგენილია, რომ რქაწითელის კრემი პოლიდისპერსიულია და უპირატესად წარმოდგენილია 3-5მკმ ზომის ზეთიანი ფაზის ნაწილაკებით. შესწავლილია მოქმედი ნივთიერებების გამოთავისუფლების დინამიკა in vitro ცდაში ფრანცის დიფუზური უჯრედების გამოყენებით. დადგენილია, რომ ფლავონოიდების გამოთავისუფლება რქაწითელის კრემიდან 4 სთ-ის განმავლობაში აღწევს 50%-ს. რქაწითელის კრემის რეოლოგიური მახასიათებლების შესწავლით დადგენილია, რომ კრემს გააჩნია ოპტიმალური სამომხმარებლო თვისებები.
Downloads
წყაროები
კოლენტნავარი, ფრანსუა ზლანგლადი. „ენოლოგია“, თბილისი, 2005 წ.
ნანა ებელაშვილი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოკვლევა ვარდისსფერი და ცქრიალა ღვინოების დამზადების პროცესში მათი ტექნოლოგიე¬ბის სრულყოფის მიზნით. დისერტაცია, თბილისი, 2006 წ.
მანუჩარ მესხიძე. ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნის ღვინის ფენოლური ნაერთები და ანტიოქსიდანტური თვისებები. სამაგისტრო ნაშრომი, თბილისი, 2013 წ.
Бондакова М. В. Разработка рецептуры и технологии производства косметических изделий с использованием экстракта винограда. Диссертация, 2014; 171 с.
Р.А. Бубенчиков, О.Н. Курлик, К.Р. Бубенчикова. Разработка методик идентификации и количественного определения флавоноидов в траве чины клубненосной (Lathyrus Tuber-osus L.). Вопросы биологической, медицинской и фармацевтической химии, 2020; 6(23).
Talal Aburjai, Feda M. Natshe. Plants Used in Cosmetics. Phytother. Res. 2003; 17:987–1000.
Abolfazl Aslani, Golamreza Asghari et al. Design, Formulation, and Physicochemical Evaluation of Vaginal Cream Containing Eucalyptus camaldulensis, Viola odorata, and Mentha piperita extracts for Prevention and Treatment of Trichomoniasis. International Journal of Preventive Medicine. http://www.ijpvmjournal.net on Saturday, March 5, 2022, IP: 212.58.121.245.
Ebru Altuntaş, Gülgün Yener. Anti-aging potential of a cream containing herbal oils and honey: Formulation and in vivo evaluation of effectiveness using noninvasive biophysical technique. IOSR Journal of Pharmacy and Biological Sciences (IOSR-JPBS). Nov-Dec 2015; 10(6 Ver. I):51-60.
Chen MX, Alexander KS, Baki G. Formulation and Evaluation of Antib¬a¬c¬terial Creams and Gels Containing Metal Ions for Topical Application. J Pharm (Cairo). 2016; 2016:5754349. Doi:10.1155/2016/5754349.
Ayeshah Fateemah Beebee Fauzee & Roderick Bryan Walker. The impact of formulation variables on the optimization of pilot scale clobetasol 17-propionate creams. Cogent Engineering. 2020; 7(1): 1804713. doi:10.1080/23311916.2020.1804713.
Chauhan Lalita, Gupta Shalini. Creams: A Review on Classification, Preparation Methods, Evaluation and its Application. Journal of Drug Delivery & Therapeutics. 2020; 10(5-s):281-289. Available online on 15.10.2020 at http://jddtonline.info
Mahendran Sekar, Pavitra Sivalinggam, Afzan Mahmad. Formulation and evaluation of novel antiaging cream containing Rambutan fruits extract. IJPSR, 2017; 8(3): 1056-1065.
R.E. Ugandar, K. Sakthy Deivi. Formulation and evaluation of natural palm oilbased vanishing cream. IJPSR, 2013; 4(9): 3375-3380.