პოლიმერული კომპოზიციის ელექტროკინეტიკური პოტენციალის დამოკიდებულება მიღებული მყარი აბკის გაღწევადობასთან

ζ-პოტენციალი პოლიმერი მემბრანა ხვედრითი წარმადობა

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
December 5, 2024

ჩამოტვირთვები

  ნაშრომში წარმოდგენილია ცვალებადი კონცენტრაციის პოლიმერული ხსნარის  Z-პოტენციალის დადგენა სინათლის გაბნევის დინამიური (სინათლის გაბნევის ელექტროფორეტული) მეთოდით ანალიზატორზე Zetasizer Nano Zen 3690,  ორმაგი ელექტრული შრის თვისებების შესაფასებლად, პოტენციალთა სხვაობის -30mV-დან +30mV-ის ფარგლებში. შესწავლილია პოლისულფონურ ხსნარებზე KCl-ის კონცენტრაციის გავლენა ხსნარის აგრეგატულ მდგრადობაზე. ელექტროკინეტიკური ζ-პოტენციალის სიდიდის მიხედვით შეფასებულია სისტემის აგრეგატული მდგრადობა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს დასასხმელი ხსნარიდან დამზადებული მემბრანის ხვედრით წარმადობას. დადგენილია, რომ პოლიმერის ხსნარის აგრეგატული მდგრადობა შეიძლება მოდიფიცირებულ იქნას ელექტროლიტის განსაზღრული რაოდენობით, რაც გავლენას ახდენს პოლიმერული კომპოზიციის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებზე, განაპირობებს ფაზური ინვერსიის პროცესის მსვლელობას  და მიღებული მემბრანის ხვედრითი წარმადობის ასიმპტოტურ მნიშვნელობას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.