ანოტაცია
ნიკოლოზ ჩერნიშევსკიმ თავისი ესთეტიკით და რომანით „რა ვაკეთოთ?!“ გამორჩეული კვალი დატოვა ქართველ სამოციანელებზე. რომანის არა მარტო იდეები, სახეებიც აირეკლა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“, „კაცია ადამიანში?!“ და „ოთარაანთ ქვრივში“. ასევე, ამ რომანის გამოძახილს ვხვდებით აკაკი წერეთლის „სიყვარულში“ და ალ. ყაზბეგის „დავითის სახლობაში“. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა „დავითის სახლობა“. ამ პიესაში საინტერესო, მაგრამ ცბიერი და საბოლოოდ მონანიე პერსონაჟი ჩერნიშევსკის „რა ვაკეთოთს?!“ უტოპიური იდეების საშუალებით აცდუნებს და ღუპავს ახალგაზრდა, ობოლ გოგონას. ჩანს, ამ ეპოქის ადამიანები, მაინც სახიფათოდ თვლიდნენ ჩერნიშევსკის მიერ ქალთა საკითხის დასმას, რადგან მათი აზრით ქალთა ემანსიპაციისათვის ჯერ ცხოვრება არ იყო მომზადებული.
წყაროები
ბაქრაძე აკ. მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა, თბ., 1979
გელოვანი აკ., გოეთეს საუბრები ეკერმანთან, გოეთეს საუბრები ეკერმანთან, (რჩეული საუბრები ფრაგმენტები) თბ., გვ.11,1988;
გურგენიძე, გიორგაძე, აკ. წერეთლის ცხოვრების და შემოქმედების მატეანე, თბ., 1989;
დანელია ს., მე-19 ს-ის რუსული ლიტერატურის ისტორია, გვ 308-312, თბ., 1959;
კამიუ ა., სიზიფეს მითი, თბ., 1996;
ნორაკიძე ვ.ლ. ხასიათის ფსიქოლოგია და მხატვრული ლიტერატურა, თბ., 1972;
უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, რჩეული თხზულებები 9 ტ-ად, ტ.3-4, თბ., 1972;
ქიქოძე გ., ილია ჭავჭავაძე, მე-19 ს-ის (ახალი) ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1940;
ყაზბეგი ალ., დავითის სახლობა, თხზთა კრებული 4ტ-ად, თბ., ტ. 3, გვ.271-361, თბ., 1959;
შრირნერი მ., ქსე ტ-11, თბ., 1987. ფილოსოფიური ლექსიკონი თბ., გვ 657, 1987;
ჩერნიშევსკი ნ. გ., რა ვაკეთოთ?!, თბ., გვ.217-228, 1955
წერეთელი აკ., სიყვარული, თხ-ზთა სრული კრებული 15 ტ-ად, ტ. 9. თბ., 1949;
ჭავჭავაძე ი., მგზავრის წერილები, კაცია ადამიანი, ოთარაანთ ქვრივი, რჩეული ნაწერები 2 ტ-ად, ტ.II. თბ., 1974;
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები