2. სოციალური მეცნიერებები

მრავალარხიანი დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის კონტექსტში

მშვიდობის მშენებლობა მრავალარხიანი დიპლომატია კონფლიქტის ტრანსფორმაცია

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
May 3, 2024

ჩამოტვირთვები

აღნიშნული სტატიის მიზანს წარმოადგენს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონსტრუქციული  ტრანსფორმაციის კონტექსტში ,,მრავალარხიანი დიპლომატიის” როლის გააზრება და გაანალიზება. სტატიაში განხილულია ორი არხის, განათლებისა და სამშვიდობო საქმიანობა პირადი მონაწილეობის დონეზე, მეშვეობით ახალგაზრდებზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავება. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკამ, კერძოდ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს მისცა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფასოდ გაგრძელების შესაძლებლობა. თუმცა, სტატიაზე მუშაობისას გამოიკვეთა, ოკუპირებული აფხაზეთიდან ახალგაზრდებისთვის  ხელშეწყობის აუცილებლობა სახელოვნებო განათლების მიღების მიმართულებით; წარმატებული და ცნობილი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების - ,,მშვიდობის ელჩების“ ჩართულობითა და აქტიურობით; მათი კავშირების გამოყენებით კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის და დიალოგის ახალი ფორმატების შექმნის მიზნით.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.