4. ჯანმრთელობის მეცნიერებები 3.2 ქიმია

მინერალური ნაყინი აუმჯობესებს ვარჯიშის შემდეგ ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას უკეთესად, ვიდრე ზღვის სიღრმიდან წყალი

გაუწყლოება მინერალური წყალი მინერალური ნაყინი ზღვის ღრმა წყალი ბალნეოლოგია სპორტი

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
April 12, 2024

ჩამოტვირთვები

მიღებული შეხედულებაა, რომ ცხოველური ტიპის ორგანიზმები წარმოიშვნენ ოკეანის/ზღვის სიღრმეში და შემდგომ მათი სახეობათა ნაწილი ხმელეთზე გადასახლდა. მოსალოდნელია, რომ ზღვის სიღრმიდან (200 მეტრაზე ქვემოთ) წყლის ელექტროლიტური შემადგენლობის მოხმარება შეამსუბუქებს ხმელეთის პირობებში მათი  ორგანიზმების ფუნქციონირებას. განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას, რადგან ხანგრძლივი ვარჯიშით გამოწვეული დეჰიდრატაცია აფერხებს თერმორეგულაციას, აქვეითებს გამძლეობას და ვარჯიშის შესრულებას. ცხოველებსა და ადამიანებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ ზღვის სიღრმიდან  მიღებული და შემდგომ გამტკნარებული წყალი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ფიზიოლოგიაზე და პათოფიზიოლოგიური ცვლილებების კორექციაზე და პრევენციაზე. ზღვის ასეთი წყალი აძლიერებს ჰიდრატაციის აღდგენას და ვარჯიშის უნარებს დეჰიდრატაციული ვარჯიშის პროტოკოლის შემდეგ უკეთესად, ვიდრე წყაროს ჩამოსხმული (ქელატებისგან დაცლილი) მინერალური წყალი და/ან სპორტული ელექტროლიტური სასმელები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უშულოდ მინერალური წყლის წყაროსთან მიღებული (ქელატებით მდიდარი) წყალი ან მისგან დამზადებული მინერალური ნაყინი (ქელატებ შენარჩუნებული), სჯობს ზღვის სიღრმიდან წყალს. ქელატები არის ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება მიკროელემენტის იონისა და ორგანულ ლიგანდს შორის კავშირით. ქელატები ქმნიან სტაბილურ კომპლექსებს, იცავენ მიკროელემენტების იონებს გარემოში არასასურველი რეაქციებისგან. ქელატების ფორმით ორგანიზმი 10-12 ჯერ უიფრო ინტენსიურად ითვისებს მიკროელემენტებს ვიდრე მინერალურ შენაერტების სახით. დოზების ასეთი შემცირება მკვეტრად ამცირებს გვერდით მოვლენებს, რომელიც ახასიათებს მიკროელემენტების მიღებას.ქელატები განზავებულია მინერალურ წყალში და ნარჩუნდებიან წყაროს ზედაპირზე გამოსვლიდან 60-90 წუთის განმავლობაში. მინერალური ნაყინი კი არის საკვები პროდუქტი, რომელიც მზადდება წყაროდან ახლად აღებული წყლის და აქტივირებული ამა თუ იმ მარცვალის და ამა თუ იმ რძის გადღვებით და შემდეგ გაყინვის მეთოდით.  მინერალური წყლის რძეში გადღვება  ინარჩუნებს ქელატების უმეტეს რაოდენობას მანამ, სანამ მინერალური ნაყინი გაყინულ მდგომარეობაშია. ამგვარად, შესაძლებელია უამრავ ადამიანს მიეწოდოს მინერალური ნაყინი, რათა მათ ორგანიზმებს გაუიოლდეს ხმელეთზე ცხოვრება, სიჯანსაღის შენარჩუნება, სპორტსმენებმა კი გაიუმჯობესონ სპორტული მიღწევები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.