Fatsia japonica (Thunb.) Decne. et Planch. იაპონური ფაციას ფოთლის მიკროსტრუქტურული თავისებურებანი (Araliaceae)

Fatsia japonica (Thunb.) Decne. ფოთოლი ყუნწი ანატომია სადიაგნოსტიკო მახასიათებლები

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
May 3, 2023

ჩამოტვირთვები

შესწავლილია საქართველოში ინტროდუცირებული F. japonica-ს, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყაროს ფოთლის შინაგანი აგებულება და დადგენილია მისი მიკროსტრუქტურის სადიაგნოსტიკო მახასიათებლები. F. japonica-ას ფოთოლი შიშველია, ბიფაცუალური ფორმის,  დორზოვენრტალური, ჰიპოსტომატური სტრუქტურის. ფოთლის აბაქსიალური და ადაქსიალური ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანია, ქვედა ეპიდერმისის კუტიკულარული მოზაიკა ტალღისებრი. იაპონური ფაციას ფოთოლში დიფერენცირებული ბაგის აპარატი ანიზოციტური ტიპისაა, ბაგეთშორისი ხვრელი თითისტარისებრი, ხოლო, ბაგეთა განწყობა ქაოტური. ფოთლის რბილობში უკუ-კოლატერალური აღნაგობის გამტარი კონა აღიბეჭდება. მცენარის ფოთლის ყველა მორფოლოგიური ორგანოს სტრუქტურულ ერთეულში შესამჩნევია მჟაუნმჟავა კალციუმის დრუზა კრისტალების და  სეკრეტორული სავალების დიფერენცირება. F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის ძირითადი ქსოვილი პოლიგონალურია, გამტარი სისტემა როგორც ძარღვში, ასევე ყუნწში  ჭურჭლ-ბოჭკოვანი, ღია-კოლატერალური ტიპის, მხოლოდ მთავარ ძარღვში მათი განწყობა ასიმეტრულია, ხოლო ყუნწში მჭიდროდ ურთიერთგანწყობილი და სიმეტრიული; F. japonica-ას ფოთლის ნაკვთის მთავარი ძარღვის და ყუნწის მერქანში დიფერენცირებულია სიგრძეზე მწყობრ მწკრივედად განლაგებული სანათურები. ყუნწის სიგრძივ ანათანზე აღიბეჭდება მერქნის გამტარი ჭურჭლების გარსის სპირალური, რგოლური და ბადისებრი გასქელება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.