ადგილობრივი ნედლეულის გარდაქმნის პროცესები კლინკერის წარმოების მბრუნავი ღუმელის სისტემაში რეაქტორ-დეკარბონიზატორის გამოყენების გათვალისწინებით
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ცემენტი
კლინკერი
ტუფი
ემისიები
კირქვა
კლინკერის მაცივარი
პუცოლანური მასალა

როგორ უნდა ციტირება

ჩხეიძე ვ. (2022). ადგილობრივი ნედლეულის გარდაქმნის პროცესები კლინკერის წარმოების მბრუნავი ღუმელის სისტემაში რეაქტორ-დეკარბონიზატორის გამოყენების გათვალისწინებით. ქართველი მეცნიერები, 4(5), 394–397. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.43

ანოტაცია

ცემენტის და კლინკერის წარმოებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო დანახარჯების შემცირება, ნამწვი ჰაერების ანუ ემისიების შემცირება და ხარისხის სტაბილური გაზრდა. თანამედროვე მსოფლიოში CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე ყურადღება განსაკუთრებითაა გამახვილებული, გლობალური დათბობის და სხვა ბევრი გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე სადოქტორო ნამუშევრის ძირითად მიზნები იყო:

  • სველი მეთოდის, გრძელი მბრუნავი ღუმელების მშრალი მეთოდის, რეაქტორ-დეკარბონიზატორიანი ღუმელით ჩანაცვლება, კლინკერის ხარისხის გაზრდის ან შენარჩუნების პირობებში
  • კავთისხევის კირქვის კარიერის ამოწურვის გამო, მთავარი ნედლეულის წყაროს ჩანაცვლება
  • საწვავის რაოდენობის და ჩამჯდარი ნაცრის გავლენის შესწავლა და საუკეთესო ნარევის შერჩევა
  • ნედლეული კომპონენტების სხვადასხვა მიქსების გამოცდა და საუკეთესო ნარევის დადგენა
  • ნედლეული ფქვილის და საწვავის კლინკერად გარდაქმნის პროცესის შესწავლა
  • პუცოლანური დანამატის - ტუფის გააქტიურება კლინკერის მაცივარში

სველი მეთოდიდან მშრალ მეთოდზე გადასვლა მოხდა ისე, რომ კლინკერის დაფქვადობა გაიზარდა, კლინკერის სიმტკიცე იგივე ან გაზრდილია შედარებით ნაკლები LSF-ის კოეფიციენტით, სითბური ხარჯი ტონა კლინკერზე შემცირდა 2-ჯერ და წარმადობა გაიზარდა 2-ჯერ (ერთად აღებულ 3 სველ ღუმელთან მიმართებაში).

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.43
PDF (English)
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...