1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ფსევდოპროტეინული საკვები საფარით დაფარულ ვაშლსა და ბანანში შაქარმჟავა ინდექსის ცვლილებების შესწავლა

ავტორები

შაქარმჟავას ინდექსი გამოითვლება შაქრებისა და სატიტრავი მჟავიანობის თანაფარდობით და აგროპროდუქტების საგემოვნო თვისების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. კვლევაში შესწავლილია საკვები ფსევდოპროტეინული საფარით დაფარულ ვაშლსა და ბანანში შაქარმჟავა ინდექსის ცვლილებები. საკვები საფარით პროდუქტების შენახვა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე იგი საკვები პროდუქტების შენახვის ტრადიციული მეთოდების მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს. საკვები საფარით დაფარულ აგროპროდუქტებში  ნელდება მომწიფების პროცესი, რაც ახანგრძლივებს შენახვის ვადას. კვლევაში შესწავლილია საკვები საფარით დაფარულ ხილში მიმდინარე შაქრებისა და ორგანული მჟავების ცვლილებები, კერძოდ, მათი საგემოვნო თვისებების განმსაზღვრელი პარამეტრი  შაქარმჟავას ინდექსი. უკანასკნელ წლებში საკვებ საფარებად გამოყენებისას უპირატესობა ენიჭება ბიოდეგრადირებად მასალებს. კვლევაში გამოყენებულია ბიოდეგრადირებადი ფსევდოპროტეინების საფუძველზე დამზადებული საკვები საფარის 7%-იანი კონცენტრაციის სპირტხსნარი (ეთანოლი), რომლითაც დაფარულია ხილის ნიმუშები (ვაშლი, ბანანი). ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ფსევდოპროტეინული საფარით შესაძლებელია პროდუქტების კვებითი ღირსების ეფექტური შენარჩუნება ხანგრძლივი შენახვის პირობებში.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.