ანოტაცია
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მედიკამენტების გამოწერისას, არსებობს სხვადასხვა სახის რისკები. ერთ-ერთი ასეთი რისკია პოლიპრაგმაზია, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიპრაგმაზიასთან. კვლევის მიზანს შეადგენდა გამოგვევლინა არტერიული ჰიპეტრენზიის მკურნალობის დროს, მედიკამენტების ჭარბად და არამიზნობრივ დანიშვნისა და მიღების შემთხვევები. კვლევა მიმდინარეობდა “ს/ს ევექსის კლინიკებში, გამოკითხულ იქნა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 120 პაციენტი, უმრავლესობას ჰიპერტენზიასთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. პაციენტთა 63% ადასტურებს, რომ დღის განმავლობაში იღებს დაახლოებით 5 მედიკამენტს, პაციენტები მეტწილად არ ეცნობიან მისაღები მედიკამენტის ანოტაციას, ექიმთა უმრავლესობა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უხსნის პაციენტს წამალთა მიღების წესებს. სამწუხაროდ, კლინიკის ფარმაცევტის რეკომენდაციებს იყენებს ექიმთა მხოლოდ 11% პროცენტი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დღემდე არ არსებობს ფარმაკოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა პოლიპრაგმაზიის პრობლემის რეგულირებისთვის, მნიშვნელოვანია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მეტი ყურადღება დაუთმოს კლინიკური ფარმაცევტის და ექიმის კოლაბორაციას და კლინიკური ფარმაცევტის საჭიროების საკითხს.
წყაროები
არტერიული ჰიპერტენზია, ნაციონალური გაიდლაინი, სრული ვერსია, 2006 წელი./ბ. წინამძღვრიშვილი, ლ. ყურაშვილი, დ. ტრაპაიძე, ვ. ბარბაქაძე. რ. თათარაძე, ა. რეხვიაშვილი. ლ.ქობლიანიძე.
European Guidelines on cardiovascular disease prevention in clinical practice (version 2012). The Fifth Joint Task Force of the European Society of Cardiology and Other Societies on Cardiovascular Disease Prevention in Clinical Practice http://eurheartj. oxfordjournals.org/content/33/13/1635.full.pdf.
Guidelines for the management of arterial hypertension. 2013 ESH/ESChttp://eurheartj.oxfordjournals.org/content/34/28/2159.full.pdf+html?sid=5dbe9b90-8a6d-4969-b3e0-76d1d905ed05
Recommendations on screening for high blood pressure in Canadian Adults. Canadian Task Force on Preventive Health Care and the Canadian Hypertension Education Program.http://canadiantaskforce.ca/wp-content/uploads/2012/10/CTFPHC-hypertensionecommendationsfinalreformat.pdf?0136ff
http://mis.ge/ka/FindDrug.jsp Clear=True
World Health Organization. Global health risks: mortality and burden of disease attributable to selected major risks. Geneva: World Health Organization; 2009.
World Health Organization. Global status report on noncommunicable diseases 2010. Geneva, World Health Organization, 2011
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 2013, სექტემბერი, #9, ტომი17 - “არტერიული ჰიპერტენზია - პრიორიტეტი ქვეყნის მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში” http://ncdc.ge/pdf/GEO680.pdf
World Health Organization. Global health risks: Mortality and burden of disease attributable to selected major risks. Geneva, World Health Organization, 2009.
WHO. Global status report on noncommunicable diseases, 2010 http://www.who.int/nmh/publications/ncd_report_full_en.pdf. amerikis gulis asociaciismier Seqmnili insultis marTvis gaidlaini, 2010w.
m.okujava, k.liluaSvili/farmakoTerapia/2016, Tbilisi, gamomcemloba “glosa”, 343gv.