ვაზის რძის ფორმულაცია, ტექნოლოგია და ბიოლოგიური შეფასება
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

სიმონია ა., ბაკურიძე ლ., გოქაძე ს., ბერაშვილი დ., & ბაკურიძე ა. (2023). ვაზის რძის ფორმულაცია, ტექნოლოგია და ბიოლოგიური შეფასება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 134–140. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2298

ანოტაცია

ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ მცენარეულ რძეზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, ვინაიდან  მსოფლიო მოსახლეობის 75%-ზე მეტი ლაქტოზის აუტანლობით იტანჯება, ხშირია ალერგიები ძროხის რძეზე. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ მის მიღებაზე ვეგანური და ვეგეტარიანული დიეტების გამო. ძროხის რძის ალტერნატიული პროდუქტის მიღება ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა თანამედროვე მედიცინისა და კვების მრეწველობისთვის.  ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ვაზის გადამუშავების ნარჩენები - ყურძნის წიპწის სახით, რომელიც  მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. კვლევის მიზანი - ქართული ჯიშის ვაზის, რქაწი-თელის და ჩხავერის ყურძნის წიპწიდან  რძის ფორმულაციის განსაზღვრა და ტექნოლოგიის შემუშავება.შესწავლილია რქაწითელისა და ჩხავერის წიპწიდან ექსტრაქტული და ბან-ის ექსტრაქციის პირობები. ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე  მოწოდებულია  რქაწითელის და ჩხავერის  რძის  რეცეპტურა შემადგენლობით, მას.%: რქაწითელის/ჩხავერის წიპწის წყლიანი გამონაწვლილი - 99,75, აგარ-აგარი - 0,1, კალიუმის ჰიდროკარბონატი - 0,1, სტევეას სვიტლი პრემიუმი - 0,03/0,05;  მოწოდებული რქაწითელისა და ჩხავერის რძე მიეკუთვნება ზეთი/წყალზე (I რიგის) ემულსიას; დადგენილია მათი ორგანოლეპტური მახასიათებელი: რქაწითელის რძე არის მოთეთრო, ხოლო ჩხავერის - თეთრი-მოვარდისფრო, შესაბამისი ყურძნის დამახასიათებელი არომატით და არა მჟავე, არა ტკბილი გემოთი; დადგენილია, რომ მათი სიმკვრივე მერყეობს 1,025-1,03-ის, pH კი 5,5-6,3-ის ფარგლებში; სიბლანტე 20p ტემპერატურაზე შეადგენს 1,74-2,2 სპ-ს. მიღებული მონაცემებით მოწოდებული რძე მსგავსია  ცხოველური (საქონლის) რძის. შესწავლილია რქაწითელისა და ჩხავერის რძის ანტიოქსიდანტური აქტივობა ინ ვიტრო ცდაში სპექტროფოტომეტრულად,  1,1-დიფენილ-2-პიკრილჰიდრაზილის გამოყენებით. დადგენილია, რომ უპირატესი აქტივობით გამოირჩევა რქაწითელის რძე. რქაწითელისა და ჩხავერის რძე ინარჩუნებს  სტაბილურობას სამაცივრე პირობებში (80C±20C/60±5% RH) შენახვისას 15 დღის განმავლობაში.

PDF (English)

წყაროები

Laís Zandona, Caroline Lima and Suzana Lannes - Plant-Based Milk Substitutes: Factors to Lead to Its Use and Benefits to Human Health, CHAPTER METRICS OVERVIEW,2020 Reviewed: October 14th, 2020 Published: November 4th,2020 DOI: 10.5772/intechopen.94496.

Rainer Haas, Alina Schnepps, Anni Pichler and Oliver Meixner - Cow Milk versus Plant-Based Milk Substitutes: A Comparison of Product Image and Motivational Structure of Consumption, Sustainability 11(18):5046 September 2019 doi:10.3390/su11185046

Anna Paul, Vikas Kumar, Satish Kumar, Rakesh Sharma - Milk Analog: Plant based alternatives to conventional milk,production, potential and health concerns Article in Critical Reviews in Food Science and Nutrition, October 2019 DOI:10.1080/10408398.2019.1674243.

Outi Makinen, Emanuele Zannini, Viivi WanHalinna,Elke K Arendt - Foods for Special Dietary Needs: Non-Dairy Plant Based Milk Substitutes and Fermented Dairy Type Products Article in Critical Reviews in Food Science and Nutrition·January 2015.

Habtamu Fekadu Gemede - Potential Health Benefits and Adverse Effects Associated with Phytate in Foods: A Review Potential Health Benefits and Adverse Effects Associated with Phytate in Foods: A Review Article · January 2014,

Hwana Han, Jae Kwon Choi, Joheun Park, Hae Cheon Im, Jae Heum Han, Moon Haeng Huh & Yoon-Bok Lee (2021) Recent innovations in processing technologies for improvement of nutritional quality of soymilk, CyTA - Journal of Food, 19:1, 287-303.

Lutz Grossmann Amanda J. Kinchla Alissa Nolden David Julian McClements - Standardized methods for testing the quality attributes of plant-based foods: Milk and cream alternatives, comprehensive reviews in food science and food safety 2021 DOI: 10.1111/1541-4337.12718

Patrick McCue, Kalidas Shetty - Health Benefits of Soy Isoflavonoids and Strategies for Enhancement: A Review Article in Critical Reviews in Food Science and Nutrition · September 2004 DOI: 10.1080/10408690490509591.

Samina Kauser, Shafeeqa irfan, Dr Rashida Perveen,Bakhawar shafique - A Critical Review on Alpha Tocopherol:Sources, RDA And Health Benefits Article · September 2020,

Massimo Lucarini, Alessandra Durazzo, Johannes Kiefer, Antonello Santini, Ginevra Lombardi-Boccia, Eliana B.Souto, Annalisa Romani, Anja Lampe, Stefano Ferrari Nicoli,Paolo Gabrielli, Noemi Bevilacqua, Margherita Campo, Massimo Morassut and Francesca Cecchini - Grape Seeds: Chromatographic Profile of Fatty Acids and Phenolic Compounds and Qualitative Analysis by FTIR-ATR Spectroscopy. Published: 21 December 2019, Foods 2020, 9, 10;

Ivana Dimi´c , Nemanja Tesli´c, Predrag Putnik, Danijela Bursa´c Kova¡cevi´c, Zoran Zekovi´c, Branislav Šoji´c,Živan Mrkonji´c, Dušica Colovi´c, Domenico Montesano and Branimir Pavli´c - Innovative and Conventional Valorizations of Grape Seeds from Winery By-Products as Sustainable Source of Lipophilic Antioxidants, Published: 2020, 9, 568.

Downloads

Download data is not yet available.