ივან სლივიცკი, ქართული კულტურის მკვლევარი
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2024.10.01.14საკვანძო სიტყვები:
ქართულ-პოლონური ურთიერთობა, კავკასია და საქართველო, უძველესი ძეგლები, სამშენებლო წარწერაანოტაცია
1846 წელს თბილისში დაარსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სალიტერატურო რუსულენოვანი გაზეთი „კავკაზი“ („Кавказ“), რომლის რედაქტორი იყო ო. კონსტანტინოვი. გაზეთის მიზანი იყო გაეშუქებინა ის მოვლენები, რაც კავკასიაში და მეზობელ ქვეყნებში ხდებოდა. გაზეთი „კავკაზი“ დიდ ადგილს უთმობდა პოლონეთს და პოლონელ ხალხს. იბეჭდებოდა კავკასიასა და საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების ნაწარმოებები. გაზეთმა გარკვეული წვლილი შეიტანა ქართულ-პოლონური ურთიერთობის განმტკიცებაში. 1850 წლიდან გაზეთს რედაქტორობდა პოლონელი ივან სლივიცკი. შესაძლებელია, გაზეთ „კავკაზში” ივან სლივიცკის რედაქტორობის ორი პერიოდი გამოვყოთ: პირველი -1850-1854 წლები. ეს ის პერიოდია, როდესაც ფოსტა რუსეთიდან მთელი კვირის განმავლობაში არ მოდიოდა და რედაქტორს უწევდა ხელმისაწვდომი მასალებით დაკმაყოფილება. ხშირად მუშაობდა თითქმის მარტო, დამოუკიდებლად. ამ პერიოდში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში იგრძნობა გულწრფელი სითბო და ამავე დროს მკაცრი ტონი. მეორე პერიოდი - 1868-1871 წლები. გაზეთში ძირითადად იბეჭდებოდა პოლიტიკური სიახლეები, სახელმწიფო განკარგულებები, ბრძანებები. ამ პერიოდში ივან სლივიცკი თავს ცუდად გრძნობდა, თითქმის მუდმივად განიცდიდა ნერვიულ აშლილობას, ხშირად აპათიურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საკუთარ თავს აიძულებდა მთელი ძალითა და პასუხისმგებლობით ეშრომა. 1848 წელს გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება ივან სლივიცკის პუბლიკაცია „მანგლისის ტაძარი და ალგეთის მღვიმეები“. ივან სლივიცკი ეხება მნიშვნელოვან საკითხს საქართველოში უძველესი ძეგლების შესწავლას და სამშენებლო წარწერებს. საუბრობს მანგლისის ტაძარზე და წერს, რომ ტაძარს მხარდაჭერა ჭირდება ფეხზე რომ დადგეს და საუკუნეებს გაუძლოს. პუბლიცისტი აღნიშნავს, რომ მანგლისის ტაძარი მეოთხე საუკუნეში აიგო და ყურადღებას ამახვილებს არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერის თარიღზე. არსენ მანგლელის სამშენებლო წარწერაზე მსჯელობა დღესაც საკმაოდ აქტუალურია. ივან სლივიცკის არგუმენტები და დასკვნები იმდენად საყურადღებოა, რომ ბევრი თანამედროვე მეცნიერი იზიარებს მის მოსაზრებებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ГАЗ. „Кавказ“, 1852 №20, 8СЕНТЯБРЯ;
ГАЗ. „Кавказ“, 1874 №25, 27 Февраля;
ГАЗ. „Кавказ“, 1848 №37, 11 СЕНТЯБРЯ;
ГАЗ. „Кавказ“, 1848 №38, 18 СЕНТЯБРЯ;
ქართულ ტოპონიმთა ეტიმოლოგია
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
