კონსოციაციური დემოკრატიის მოდელი კონფლიქტების მართვაში აფხაზეთის მაგალითზე

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2026.01.03

საკვანძო სიტყვები:

ეთნო-პოლიტიკური დაყოფა, ძალაუფლების განაწილება, რეგიონული უსაფრთხოება, დემოკრატიული ინსტიტუტები, აფხაზეთი

ანოტაცია

ეთნიკურად და პოლიტიკურად დაყოფილი საზოგადოების მართვა თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში რთულ გამოწვევად მიიჩნევა, რადგან ფორმალური ინსტიტუტები სტაბილურობას ხშირად ვერ უზრუნველყოფენ. კონსოციაციური დემოკრატიის მოდელი, როგორც არენდ ლეიფჰარტის კონცეფცია, დაყოფილ საზოგადოებებში ძალაუფლების ინსტიტუციურ განაწილებას სტაბილურობის შექმნის გზად განიხილავს.

აფხაზეთის 1990-იანი წლების კონფლიქტი წარმოადგენს მაგალითს, სადაც პოლიტიკური ინსტიტუტების დიზაინი მიუხედავად ეთნიკური კვოტების გამოყენებისა, ნდობის ნაკლებობისა და გარეაქტორების გავლენის გამო სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფდა. კვლევამ აჩვენა, რომ კონსოციაციური დემოკრატიის პრინციპები ფორმალურად არსებობდა, თუმცა, ელიტებს შორის თანამშრომლობის არარსებობისა და მმართველობის პროცესში ეთნიკური კონკურენციის გაძლიერების გამო, ინსტიტუციური მექანიზმები ვერ ახერხებდა კონფლიქტის დეესკალაციას. შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ინტეგრაციული მიდგომები, რომლებიც ჯგუფებს შორის თანამშრომლობასა და ფართო საზოგადოების ჩართულობას ემყარება, კონფლიქტის მართვისთვის უფრო ეფექტურ პირობებს ქმნის.

აფხაზეთის შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ კონსოციაციური მოდელის წარმატება არა მხოლოდ ინსტიტუციურ მექანიზმებზე, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ წინაპირობებზე, ნდობის ხარისხსა და გარეაქტორების გავლენაზეა დამოკიდებული. შედეგად, მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტების შექმნა სტაბილური და მდგრადი პოლიტიკური თანაარსებობისათვის საკმარისი არაა და კონფლიქტის მართვა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც პოლიტიკური, ეთნიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები ერთობლივად კონტროლირებადია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

თათული თორდია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი

წყაროები

მალაშხია შოთა, კონფლიქტები, პროგნოზირება: საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები. თბილისი, გამომცემლობა ფორმა, 2007.

Ennals Lord, Margery Farrar, Alvaro Pinto Scholtbach, Linnart Maell, and Michael van Walt van Praag. Report of a UNPO Mission in Abkhazia, Georgia and the Northern Caucasus, November 1992. The Hague: Unrepresented Nations and Peoples Organization, 1992.

Horowitz Donald L., “Ethnic Power-Sharing and Democracy”, Journal of Democracy 25, no 2 (April 2014), 5-20, Washington, DC, National Endowment for Democracy and John Hopkins University Press.

Horowitz Donald L., Ethnic Groups in Conflict, Berkley, University of California Press, 1985.

Jojua Dazmir, Russia and the War of 1992-1993 in Abkhaizia, Tbilisi, SAARI LTD, 2017.

Lijphart Arend, “Consociational Democracy”, World Politics 21, no 2 (1969), 207–225. https://doi.org/10.2307/2009820.

Lijphart Arend, Democracy in Plural Societies, A Comparative Exploration (New Haven, CT, Yale University Press, 1982).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-22

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.