სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოგრაფიული პოლიტიკა და მოსალოდნელი შედეგები 2050 წლისთვის
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.07საკვანძო სიტყვები:
დემოგრაფია, დემოგრაფიული პოლიტიკა, სამხრეთ კავკასია, დემოგრაფიული ბალანსი, გლობალური პოლიტიკაანოტაცია
სამეცნიერო ნაშრომში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის განვითარების დემოგრაფიული მონაცემები ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე და მოსალოდნელი შედეგები 2050 წლისთვის. მოცემულია ისტორიული ფაქტები და პოლიტიკური ანალიზი რეგიონში არსებულ დემოგრაფიულ დისბალანსთან დაკავშირებით.
კავკასიის რეგიონი, თავისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ცივილიზაციური იდენტობით, გლობალურ პოლიტიკაში არსებით ადგილს იკავებს. რეგიონის სამომავლო პოლიტიკური ლანდშაფტი მჭიდრო კავშირშია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოგრაფიული ტენდენციების განვითარებასთან. ნებისმიერი შემადგენელი ეროვნული ერთეულის გაქრობა ან მნიშვნელოვანი შესუსტება რადიკალურად შეცვლის კავკასიის პოლიტიკურ დინამიკას, ვინაიდან რეგიონის სტაბილურობა და მისი ცივილიზაციური უნიკალურობა სწორედ ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, დემოგრაფიული პოლიტიკა გადამწყვეტ როლს შეასრულებს რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა და შიდა ბალანსის განსაზღვრაში. როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაირღვა ისტორიულად ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ბალანსი.
სწორედ ამ მიზნით მომზადდა კონკრეტული სამეცნიერო ნაშრომი, სადაც განხილულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის განვითარების დინამიკა მოცემულია ექსპერტთა კვლევებზე გაკეთებული მოსალოდნელი შედეგები 2050 წლისთვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გამყრელიძე გ. დემოგრაფიული სტატისტიკა . თბილისი, 1955.
დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი, 1996 (1).
თოთაძე ა. „მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფა ერმა უნდა აიცილოს“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2013
თოთაძე ა. კავკასიის მოსახლეობა. თბილისი, 1998
ლორთქიფანიძე ვ. დემოლოგია, თბილისი 2018
მელაძე გ., წულაძე გ. საქართველოს მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესები.
მელაძე გ. საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევები. თბილისი, 2007
სულაბერიძე ა. ამიერკავკასიისა და საქართველოს დემოგრაფიული განვითარება.
შელია მ. მოსახლეობის დაბერება საქართველოში. თბილისი, 1999.
წიკლაური შ. სამხრეთ კავკასიის დემოგრაფიული განვითარება 1950-2050 წლებში, სადოქტორო პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2017
წულაძე გ. დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი: UNFPAGeorgia, 2000.
Duthé, Badurashvili, Kuyumiyan, Meslé, & Vallin, 2010
Duthé, Meslé, Vallin, Badurashvili, & Kuyumjyan, 2012); (Meslé, Vallin, & Badurashvili, A sharp increase in sex ratio at birth in the Caucasus. Why? How?, 2007).



