პატარა სახელმწიფოების უსაფრთხოების არჩევანი დიდი ძალების კონკურენციისას
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2026.01.10საკვანძო სიტყვები:
პატარა სახელმწიფო, უსაფრთხოება, დიდი ძალები, ბალანსირება, მრავალვექტორულობაანოტაცია
წარმოდგენილ სტატიაში განხილულია პატარა სახელმწიფოების უსაფრთხოების არჩევანის თავისებურებები დიდი ძალების კონკურენციისას. ნაშრომში ასევე ნაჩვენებია, რომ თანამედროვე საერთაშორისო გარემოში პატარა სახელმწიფოები დგანან ისეთი სტრატეგიული დილემის წინაშე, რომელიც ერთდროულად მოიცავს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისა და შიდამდგრადობის საკითხებს. სტატია ყურადღებას ამახვილებს პატარა სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიკური აქტორის, ბუნებაზე, უსაფრთხოების არჩევანის ძირითად მოდელებსა და იმ გარე- თუ შიდაფაქტორებზე, რომლებიც ამ არჩევანს განსაზღვრავს. გაანალიზებულია ბალანსირების, ალიანსური ჩართულობის, ნეიტრალიტეტისა და მრავალვექტორული პოლიტიკის ლოგიკა. აქვე დასაბუთებულია, რომ პატარა სახელმწიფოს უსაფრთხოების ეფექტიანი სტრატეგია ვერ განისაზღვრება მხოლოდ სამხედრო გარანტიებით; იგი თანაბრად არის დამოკიდებული პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის, ინსტიტუციური სიმტკიცის, დიპლომატიური მოქნილობისა და საზოგადოებრივი კონსენსუსის ხარისხზე.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ გარემოებასაც, რომ პატარა სახელმწიფოების უსაფრთხოების არჩევანი თანამედროვე პირობებში სულ უფრო მეტად უკავშირდება კომპლექსურ გამძლეობას. დასკვნის სახით გამოკვეთილია, რომ დიდი ძალების კონკურენციისას პატარა სახელმწიფოების წარმატებული უსაფრთხოების არჩევანი ეფუძნება გარეპარტნიორობის, შიდამდგრადობისა და სტრატეგიული ადაპტაციის შეთავსებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გურგენიძე თათია, რუსეთის თანამედროვე გეოპოლიტიკა და მისი იდეოლოგიური საფუძვლები, დისერტაცია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2020;
კიკნაძე თამარი, კუხალაშვილი დავითი და ორთანეზაშვილი არჩილი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო კონტურები, თბილისი, გამომცემლობა „მწიგნობარი“, 2024;
ფხალაძე თენგიზი, „Soft Power რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში“, მთაწმინდელი, 2014;
ხევცურიანი ამირანი, რუსეთის თანამედროვე საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში დისერტაცია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, 2019;
Baker Fox, Annette F., The Power of Small States: Diplomacy in World War II. Chicago: University of Chicago Press, 1959;
Hey Jeanne A. K., ed. Small States in World Politics: Explaining Foreign Policy Behavior. Boulder, CO: Lynne Rienner, 2003;
Karsh Efraim, ed. Neutrality and Small States. London: Routledge, 1988;
Keohane Robert O., “Lilliputians’ Dilemmas: Small States in International Politics”. International Organization 23, no. 2 (1969): 291–310;
Keohane Robert O. and Joseph S. Nye Jr., Power and Interdependence. 4th ed. Boston: Longman, 2011;
Lobell Steven E., Neal G. Jesse and Kristen P. Williams, eds. Beyond Great Powers and Hegemons: Why Secondary States Support, Follow, or Challenge. Stanford, CA: Stanford University Press, 2015;
Mearsheimer John J., The Tragedy of Great Power Politics, New York: W. W. Norton, 2001;
Rothstein Robert L., Alliances and Small Powers, New York: Columbia University Press, 1968;
Thorhallsson Baldur, “The Size of States in the European Union: Theoretical and Conceptual Perspectives”, Journal of European Integration 28, no. 1 (2006): 7–31;
Thorhallsson Baldur and Anders Wivel, “Small States in the European Union: What Do We Know and What Would We Like to Know?” Cambridge Review of International Affairs 19, no. 4 (2006): 651–668;
Walt Stephen M., The Origins of Alliances. Ithaca, NY: Cornell University Press, 1987;
Waltz Kenneth N., Theory of International Politics. Reading, MA: Addison-Wesley, 1979;
Wivel Anders, Alyson J. K. Bailes and Clive Archer, eds. Small States and International Security: Europe and Beyond. London: Routledge, 2014.



