სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია ოსტრაკოდების მიხედვით (აღმოსავლეთ საქართველო)
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.12საკვანძო სიტყვები:
ostracods, stratigraphy, Sarmatian, Eastern Georgiaანოტაცია
გეოლოგიურად საქართველოს ტერიტორია მიეკუთვნება აღმოსავლეთ პარატეთისს (გავრცელებულია არალის ზღვიდან აღმოსავლეთ უკრაინამდე) და წარმოადგენს სრულიად თავისებურ პალეოგეოგრაფიულ ერთეულს. თანამედროვე კვლევების შედეგად სარმატული ნალექების სტრატიგრაფიული დონე შემდეგნაირად არის დადგენილი – ქვედა (ვოლინური), შუა (ბესარაბიული) და ზედა (ხერსონული) რეგიოსართულები. ვოლინური და ბესარაბიულის ქვედა ნაწილი შუა მიოცენს მიეკუთვნება, ხოლო ბესარაბიულის ზედა ნაწილი, ხერსონული, მეოტური და პონტური ზედა მიოცენს. საქართველოში გავრცელებული სარმატული ნალექები ძირითადად ტერიგენული წარმონაქმნებითაა წარმოდგენილი და ხასიათდება მკვეთრი ფაციესური ცვალებადობით, რომელიც პონტო-კასპიურ რეგიონში ალპური ოროგენეზის შტირიული ფაზის დროს მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებს უკავშირდება. გეოლოგიური პროცესების შედეგად პერიოდულად ხდებოდა კავშირის შეწყვეტა შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. გვიანკონკურსა და სარმატული საუკუნის დასაწყისში მთლიანად შეწყდა კავშირი ხმელთაშუა ზღვასთან და წარმოიქმნა აუზი, რომელიც გრძელდებოდა ვენის აუზიდან შუა აზიამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ბიოსტრატიგრაფიულად საინტერესო და პალეონტოლოგიურად დასაბუთებული სარმატული ნალექების სტრატიგრაფიული ჭრილებია ცნობილი, რომლებშიც მიკროფაუნიდან შესწავლილია ფორამინიფრები (ქოიავა, 2006). სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფიის დაზუსტებისა და მიკროპალეონტოლოგიური კვლევის სრულყოფის მიზნით რეგიონში ჩატარდა ფორამინიფერებისა და ოსტრაკოდების კომპლექსური კვლევა.
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სარმატული ნალექების მიკროფაუნის შესწავლის მიზნით საველე სამუშაოები ჩატარდა 2008-2012, 2017-2025 წლებში. სტრატიგრაფიული ჭრილები შედგენილია ბუნებრივი გაშიშვლებებიდან (მდ. ფრონე, ნადარბაზევის ხევი, მდ. ყანჩაურა, მდ. ფოთე, ბებრისციხე, მდ. ნორიოსწყალი, უჯარმა). შესწავლილ სტრატიგრაფიულ ჭრილებში ოსტრაკოდებით დათარიღებულია ქვედა და შუა სარმატი. განსაზღვრულია ხუთი გვარის 23 სახეობა. შუა სარმატულ ნალექებში შეინიშნება ოსტრაკოდების სახეობრივი მრავალფეროვნების ზრდა, განსაკუთრებით სოფ. უჯარმის სტრატიგრაფიულ ჭრილში. ქვედა სარმატულის ღრმა ზღვის ნალექები აგებულია თიხებითა და თიხიანი ქვიშაქვის შუაშრეებით, ხოლო მარჩხი ზღვის ნალექები ქვიშაქვებით, ფერადი თიხების შუაშრეებითა და მიკროკონგლომერატებით. ქვედა სარმატულ ნალექებში გავრცელებული ოსტრაკოდებია: Aurila aff. angularis (Schn.), A. sarmatica Zal., A. levis (Schn.), Leptocythere mironovi Schn., L. ex. gr. cellula Liv., L. naviculata Schn., L. multicristata Suzin, L. stabilis Schn., L. plana (Schn.), Loxoconcha viridis Mull. ოსტრაკოდები წარმოდგენილია ერთეული სახეობებით, რომელთა უმრავლესობა განაგრძობს არსებობას შუა სარმატულშიც. შუა სარმატულის მარჩხი ზღვის ნალექები, რომლებიც გავრცელებულია როგორც სანაპირო ზოლში, ისე აუზის შედარებით ჩაღრმავებულ უბნებში, აგებულია ქვიშიანი თიხებით, თიხებითა და კირქვის, მერგელისა და მიკროკონგლომერატის შუაშრეებით. ღრმა ზღვის ნალექები წარმოდგენილია მძლავრი თიხებითა და მოჟანგისფრო საშუალომარცვლოვანი ქვიშაქვებით. შუა სარმატულში ოსტრაკოდები განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული და გამოირჩევა მაღალი სახეობრივი მრავალფეროვნებით. მათ შორის გვხვდება Aurila sarmatica Zal., A. levis (Schn.), A. notata (Reuss), Leptocythere mironovi Schn., L. multicristata Suzin, L. stabilis Schn., L. distincta Schn., L. plana (Schn.), Pontocypris vitrea sarmatica Suzin, Xestoleberis elongata Schn., Loxoconcha viridis Mull. გარდა ამისა, კომპლექსში აღინიშნება Aurila kolesnikovi (Schn.), Leptocythere guttata Suzin, L. schweyeri Schn., L. marginata Schn., Loxoconcha ornata Schn., Lox. quadrituberculata Schn., Lox. subcrassula Suzin, რომლებიც შუა სარმატულისათვის სახელმძღვანელო სახეობებად მიიჩნევა. ქვედა სარმატულში აუზის განმარილიანებას თან ახლდა ოსტრაკოდების რაოდენობრივი და სახეობრივი შემცირება. ქვედა სარმატულ ნალექებს თანხმობით აგრძელებს შუა სარმატული ნალექები. შუა სარმატულის დასაწყისიდან ოსტრაკოდების კომპლექსი თანდათან მდიდრდება, იზრდება როგორც მათი რაოდენობა, ისე სახეობრივი მრავალფეროვნება, რაც მიუთითებს მათი არსებობისათვის შედარებით ხელსაყრელი გარემო პირობების ჩამოყალიბებაზე. აღმოსავლეთ საქართველოში სარმატულ ნალექებში გამოვლენილი ოსტრაკოდების ზოგიერთი სახეობა გავრცელებულია აგრეთვე აღმოსავლეთ პარატეთისისა და ვენის აუზის თანადროულ ნალექებში. შუა სარმატულის ბოლოს ტექტონიკური პროცესების გააქტიურებასა და აუზის შემდგომ გამტკნარებას თან ახლდა ოსტრაკოდების სახეობრივი მრავალფეროვნების მკვეთრი შემცირება. აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით ძლიერდება გვიან სარმატულში (ხერსონულში), როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში თანდათან ყალიბდება კონტინენტური პირობები. გვიანსარმატული კონტინენტური ნალექები ქართლის დეპრესიაში ცნობილია „ნაცხორის“ წყების სახელწოდებით, რომელიც კახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით „ელდარის“ წყებაში გადადის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Buleishvili, D. A. (1964). Upper Miocene–Sarmatian. In: P. Gamkrelidze (Ed.), Geology of the USSR. Vol. X. Georgian SSR. Nedra, Moscow, pp. 284-308. (in Russian).
Bondar, O. V. (2007). Biostratigraphy of the Middle and Upper Miocene Deposits of Southern Ukraine Based on Ostracods. Candidate of Geological Sciences dissertation, Dnepropetrovsk, pp. 1-217. (in Russian).
Ediberidze, B., Koiava, K., Popkhadze, L., Glonti, V. B., Razmadze, A., Kvaliashvili, L. (2019). Biodiversity of the Sarmatian Foraminifera and Ostracoda of the Kartli Depression (on the Example of Nadarbazevi Section). Proceedings of the 5th International Scientific-Practical Conference on Up-to-date Problems of Geology, Tbilisi, Georgia, pp. 26-29. https://doi.org/10.6084/m9.figshare.26311942
Gudjabidze, G. E. (2003). Geological Map of Georgia, scale 1:500,000. I. P. Gamkrelidze (Ed.). Georgian State Department of Geology and National Oil Company “Saqnavtobi”, Tbilisi. (in Georgian).
Janelidze, O. I. (1963). Miliolidae of the Middle Miocene of Georgia. Proceedings of the Institute of Paleobiology, Academy of Sciences of the Georgian SSR, 8, pp. 133-192. (in Georgian).
Janelidze, O. I. (1970). Lower and Middle Miocene Foraminifera of Georgia. Metsniereba, Tbilisi, pp. 1-172. (in Russian).
Janelidze, O. I., Vekua, M. L., Maissuradze, L. S. (1985). Development of the Foraminiferal and Ostracod Fauna in the Late Neogene of the Black Sea–Caspian Basin. Metsniereba, Tbilisi, pp. 1-88. (in Russian).
Koiava, K. (2006). The Biostratigraphy of Sarmatian Deposits of Eastern Georgia Based on Foraminifera. PhD Thesis, Alexandre Janelidze Institute of Geology, Tbilisi, pp. 1-163. (in Georgian).
Koiava, K., Maissuradze, L., Strasser, A., Shatilova, I., Kvaliashvili, L., Glonti, V. (2012). Palaeogeography of the Sarmatian of Eastern Georgia. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 6(3), pp. 91-98.
Khutsishvili, S., Popkhadze, L., Lebanidze, Z., Chichinadze, M., Alania, V. (2022). New Data on the Biostratigraphy of Upper Miocene Sediments of the Mtkvari Foreland Basin of the Paratethys (Georgia). Proceedings of the A. Janelidze Institute of Geology, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, New Series, 134, pp. 100-116. https://doi.org/10.5281/zenodo.13691296
Maissuradze, L., Minashvili, T., Koiava, K. (2004). Biostratigraphy of the Sarmatian Deposits of the Jinvali–Gombori Subzone Based on Foraminifera and Nannoplankton. Proceedings of the Geological Institute of the Georgian Academy of Sciences, New Series, 119, pp. 295-309. (in Russian).
Maissuradze, L., Koiava, K., Spezzaferri, S., Shatilova, I., Mchedlishvili, N., Shubitidze, L., Strasser, A. (2008). The Microfaunistical and Palynological Characteristic of Middle Sarmatian Deposits of Eastern Georgia (Kartli). Proceedings of the Georgian Academy of Sciences, Biological Series B, 6 (1–2), pp. 57-71.
Maissuradze, L., Koiava, K. (2011). Biodiversity of Sarmatian Foraminifera of the Eastern Paratethys. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 5(1), pp. 143-151.
Nevesskaya, L. A., Goncharova, I. A., Il’ina, L. B., Paramonova, N. P., Khondkaryan, S. O. (2003). The Neogene Stratigraphic Scale of the Eastern Paratethys. Stratigraphy and Geological Correlation, 11(2), pp. 105-127.
Nikolaeva, I. A., Pavlovskaya, V. I., Karmishina, G. I., Kovalenko, A. L., Aladin, N. V. (1989). Practical Manual on Microfauna of the USSR. Vol. 3. Cenozoic Ostracoda. Nedra, Leningrad, pp. 1-235. (in Russian)
Popov, S. V., Rögl, F., Rozanov, A. Y., Steininger, F. F., Shcherba, I. G., Kováč, M. (2004). Lithological-Paleogeographic Maps of Paratethys: 10 Maps Late Eocene to Pliocene. Courier Forschungsinstitut Senckenberg, 250, pp. 1-46.
Schneider, G. F. (1949). Miocene Ostracod Fauna of the Caucasus and Crimea. In: Microfauna of Oil Deposits of the USSR. Collection II. Caucasus, Southern Emba and Bashkir ASSR. Trudy VNIGRI, New Series, 34, pp. 89-182. (in Russian).
Shatilova, I., Maissuradze, L., Koiava, K., Mchedlishvili, N., Rukhadze, L., Spezzaferri, S., Strasser, A. (2008). Foraminifers and Palynomorphs in the Sarmatian Deposits of Kartli (Eastern Georgia): Stratigraphical and Paleoclimatological Implications. Proceedings of the Georgian Academy of Sciences, Biological Series B, 6(3–4), pp. 65-76. https://doi.org/10.5281/zenodo.1163155
Shatilova, I. I., Maissuradze, L. S., Koiava, K. P., Kokolashvili, I. M., Bukhsianidze, M. G., Bruch, A. A. (2020). The Environmental History of Georgia during the Late Miocene Based of Foraminifera and Pollen. Publishing House “Universal”, Tbilisi, pp. 1-83. https://doi.org/10.5281/zenodo.13680652
Shatilova, I. I., Kokolashvili, I. M., Bukhsianidze, M. G., Koiava, K. P., Maissuradze, L. S., Bruch, A. A. (2021). Late Cenozoic Bioevents on the Territory of Georgia (Foraminifera and Pollen). Publishing House “Universal”, Tbilisi, pp. 1-157. https://doi.org/10.5281/zenodo.13942452
Stancheva, M. (1963). Ostracoda from the Neogene in Northwestern Bulgaria. II. Sarmatian Ostracoda. Travaux sur la Géologie de Bulgarie, Série Paléontologie, 5, pp. 5-73.
Suzin, A. V. (1956). Ostracods of the Tertiary Deposits of the Northern Ciscaucasia. Gostoptekhizdat, Moscow, pp. 1-189. (in Russian).