უნივერსალიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და რელიგიის უნივერსალურობა რელიგიის ფილოსოფიაში

უნივერსალიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და რელიგიის უნივერსალურობა რელიგიის ფილოსოფიაში

ავტორები

  • ვახტანგ ჯიჯიეშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

რელიგიის ფილოსოფია, უნივერსალიზმი, რელიგიის უნივერსალურობა, ბუნებითი სამართალი, ლოგოსი, კოსმოპოლიტიზმი

ანოტაცია

რელიგიის ფილოსოფია არის ფილოსოფიური დისციპლინა, რომელიც იკვლევს რელიგიურ ტრადიციებთან დაკავშირებულ ცენტრალურ თემებსა და კონცეპტებს. მისი ფართო ფილოსოფიური ამოცანაა მოახდინოს რეფლექსია რელიგიური მნიშვნელობის მქონე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რელიგიის ბუნება, ღმერთის ან უზენაესი რეალობის ალტერნატიული კონცეპტები, აგრეთვე კოსმოსის ზოგადი მახასიათებლებისა (მაგალითად, ბუნების კანონები, ცნობიერების წარმოშობა) და ისტორიული მოვლენების რელიგიური მნიშვნელობა. გარდა ამისა, მისი კვლევის საგანია იმ მსოფლმხედველობათა შეფასება და ანალიზი, რომლებიც რელიგიური მსოფლმხედველობის ალტერნატივას წარმოადგენს (მაგალითად, სეკულარიზმი და ნატურალიზმი). რელიგიის ფილოსოფია მოიცავს ფილოსოფიის ყველა ძირითად დარგს: მეტაფიზიკას, ეპისტემოლოგიას, ღირებულებათა თეორიას (მათ შორის მორალურ თეორიასა და გამოყენებით ეთიკას), ენის ფილოსოფიას, მეცნიერების ფილოსოფიას, ისტორიის ფილოსოფიას, პოლიტიკურ ფილოსოფიას, ხელოვნების ფილოსოფიას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის ფილოსოფია განსაკუთრულ ყურადღებას უთმობს თეიზმს, მისი თვალსაწიერი სულ უფრო ფართოვდება, რამდენადაც მნიშვნელოვანი ფილოსოფიური კვლევის ფოკუსში სულ უფრო მეტად ექცევა აბრაამული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი) მიღმა არსებული ტრადიციები.

საკითხის აქტუალობას განაპირობებს ის რელიგიური ტენდენციები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში იკვეთება. ჩვენი ეპოქა, რელიგიის გაუჩინარების შესახებ პროგნოზის საპირისპიროდ, მრავალფეროვანი რელიგიური გამოვლინებებით არის აღბეჭდილი. მათ შორისაა: ფუნდამენტალიზმის აღზევება, ეკლექტური სპირიტუალობების მზარდი გავრცელება და ტრადიციული რელიგიური ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენის გაძლიერება. არგუმენტი იმის შესახებ, რომ რელიგიამ დამაჯერებლობა დაკარგა, ძირითადად ემყარება მის შეფასებას ემპირიული მეცნიერების კრიტერიუმით, რომელიც თანამედროვე სამყაროში პრივილეგირებულ, ან სულაც ერთადერთ ჭეშმარიტებად არის მიჩნეული. მიუხედავად ამგვარი მიდგომისა, რელიგია ინარჩუნებს თავის გავლენას, რაც მას ფილოსოფიისა და საჯარო დისკურსისთვის აქტუალურ, თუმცა პრობლემურ საკვლევ ობიექტად აქცევს. აღნიშნულს ადასტურებს იმ აღმოსავლური ქვეყნების (მათ შორის, ჩინეთის) თვალსაჩინო მაგალითი, სადაც წარსულში გაბატონებული ათეიზმის მიუხედავად, რელიგია ამჟამად აშკარა აღმავლობას განიცდის.

ზემოაღნიშნული პროცესები თანამედროვე სამყაროში რელიგიის ვიტალურობის ნათელი დადასტურებაა, რაც მის საყოველთაო ხასიათზე მიუთითებს. რელიგიის უნივერსალური ბუნების თეორიული სათავეების გამოსაკვეთად, ნაშრომი მიმოიხილავს უნივერსალიზმის ფილოსოფიურ საფუძვლებს (პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, მარკუს ავრელიუსი), რის შემდეგაც განიხილავს რელიგიის ფენომენის უნივერსალურობას. შესაბამისად, უნივერსალიზმის ფილოსოფიური საფუძვლებისა და რელიგიის უნივერსალურობის გააზრება რელიგიის ფილოსოფიას თანამედროვე აზროვნებისთვის უმნიშვნელოვანეს დისციპლინად წარმოაჩენს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ვახტანგ ჯიჯიეშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბსუ, მოწვეული პედაგოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

წყაროები

არისტოტელე: მეტაფიზიკა, ძველი ბერძნულიდან თარგმნა თ. კუკავამ, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1964 წ.

გრონდენი ჟან.: რელიგიის ფილოსოფია, ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძე-ხოფერიამ; რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. თავაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2018 წ.

მარკუს ავრელიუსი: ფიქრები, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1972 წ.

პაპუაშვილი ნუგზარ.: მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბილისი: „თავისუფლების ინსტიტუტი“, 2002 წ.

პლატონი: სახელმწიფო, ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2003 წ.

Aristotle: Aristotelis Metaphysica, edited by W. Jaeger, Oxford: Clarendon Press, 1957.

Cicero: On the Commonwealth and On the Laws, edited by James E. G. Zetzel. Cambridge: Cambridge University Press, 1999.

Bowker John.: ed., The Oxford Dictionary of World Religions, Oxford: Oxford University Press, 1997.

Hopkins Washburn E.: The Universality of Religion, Journal of the American Oriental Society, Vol. 25, New Haven: The American Oriental Society, 1904.

Lewis, M. W.: The Universality of Religion (Lecture Transcript), Self-Realization Fellowship Temple, San Diego, CA, July 24, 1955.

Meister Chad.: Introducing Philosophy of Religion, London: Routledge, 2009.

Plato: The Republic, edited by G. R. F. Ferrari; translated by Tom Griffith, Cambridge: Cambridge University Press, 2000.

Taliaferro C.: Philosophy of Religion, https://plato.stanford.edu/entries/philosophy-religion/ (წვდომა განხორციელდა: 16.11.2024).

Taliaferro Charles and Marty Elsa J., eds.: A Dictionary of Philosophy of Religion, Second Edition, London: Bloomsbury Academic, 2018.

გამოქვეყნებული

2026-09-09

როგორ უნდა ციტირება

ჯიჯიეშვილი ვ. (2026). უნივერსალიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და რელიგიის უნივერსალურობა რელიგიის ფილოსოფიაში. მუზეუმი და გლობალიზაცია. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/mg/article/view/5087

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია/ეთნოლოგია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...