მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული საყოფაცხოვრებო ნივთები: 2023 წლის სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით განხორციელებულ ექსპედიციაზე შეგროვებული მასალების მიხედვით

მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული საყოფაცხოვრებო ნივთები

2023 წლის სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით განხორციელებულ ექსპედიციაზე შეგროვებული მასალების მიხედვით

ავტორები

  • ქეთევან დეკანაძე სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.006

საკვანძო სიტყვები:

ექსპედიცია, ხეობა, ნაჭრელობები, სახელოსნო, მზითევი

ანოტაცია

მაღალმთიანი აჭარა უძველესი ისტორიული მხარეა.  აქაურ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრება დაკავშირებულია სამეურნეო საქმიანობასთან. ბევრი რამ შემოგვინახა მთიელთა ყოფა-ცხოვრებამ. უამრავ ჭირთან შეჭიდებული მთელი ერთი ხელით, ოფლით მოყვანილ ჭირნახულს იმკიდა, მეორეთი კი ქვეყნის თავისუფლებასა და მომავალზე ზრუნავდა, გონებით კი ქმნიდა თაობებისათვის უძვირფასეს საგანძურად გადაქცეულ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, რწმენა-წარმოდგენებს.                  

არაერთი ეთნოგრაფი თუ მკვლევარი დაინტერესებულია ჩვენი კუთხის საყოფაცხოვრებო ნივთებით.

თითოეულ მათგანს თავისებური ინტერპრეტაციით აქვს აღწერილი მოპოვებული მასალები, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ რამდენჯერაც არ უნდა მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, სიახლეს და გასაოცარს ყოველთვის ვპოულობთ.

ამ რწმენით დაიმედებულებმა 2023 წლის 17, 18 და 19 ივლისს სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის თანამშრომლები ექსპედიციით ვიმყოფებოდით მაღალმთიან აჭარაში. მოვიარეთ სამი ხეობის (სხალთა, დიდაჭარა, ღორჯომი) ყველა უბანი, მოვიძიეთ ძველი ექსპონატები, ჩავიწერეთ მათთან დაკავშირებული მეტად საინტერესო მასალები. მოვისმინეთ სხვადასხვა მოსაზრებები საყოფაცხოვრებო ნივთების დანიშნულებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

საკონფერენციო ნაშრომში, წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შეგროვებულ მასალას, რომელიც დაკავშირებლი იქნება მაღალმთიან აჭარაში არსებულ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებთან.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბატონიშვილი ვ., 1941. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი

ბაქრაძე დ., 1987. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, თბილისი

ბეზარაშვილი ც., 1974. ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბილისი

გვათუა ნ., 1970. ქართველ ქალთა ჩაცმულობა, თბილისი

გვათუა ნ., 1967. ჩაცმულობის ისტორიიდან (ქალის ქართული ჩაცმულობა XIX და XX სს დასაწყისი) თბილისი

ენციკლოპედია 1997. „საქართველო“, ტ. 1, თბილისი

ვარშალომიძე ჯ., 1986. ხალხური დეკორატიული ქსოვილები და ნაქარგობა (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა XIII) თბილისი

ზუტნერი ა., 2007. აჭარლები, თბილისი

თოფჩიშვილი რ., 2010. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბილისი

მური ჟ., 1962. ბათუმი და ჭოროხის აუზი, ბათუმი.

ნოღაიდელი ჯ., 1935. ეთნოგრაფიული ნარკვევები აჭარელთა ყოფა-ცხოვრებიდან, თბილისი

სამსონია ი., 2009. ტანსაცმელი და ჩაცმულობა (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, II) ბათუმი

სამსონია ი ., 2005. ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი

სახოკია თ., 1985. მოგზაურობანი, ბათუმი

ფრუიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბილისი

ფუტკარაძე შ., 1993. ჩვენებურების ქართული, ბათუმი,

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი, 2019. აჭარა, ბათუმი

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ.,

ყაზბეგი გ., 1995. სამი თვე თურქეთის საქართველოში, თბილისი

შალიკავა მ., 2010. უცხოელი მოგზაურები აჭარული ჩაცმულობის შესახებ, (აჭარის საარქივო სამმართველო), ბათუმი

ჩოფიკაშვილი ნ., 1964. ქართული კოსტიუმი (VI-XIV სს), თბილისი

ციციშვილი ი., 1964. მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის, თბილისი

ჯავახიშვილი ივ., 1962. მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. III-IV, თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-02

როგორ უნდა ციტირება

დეკანაძე ქ. (2025). მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული საყოფაცხოვრებო ნივთები: 2023 წლის სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით განხორციელებულ ექსპედიციაზე შეგროვებული მასალების მიხედვით. მუზეუმი და გლობალიზაცია, 37–43. https://doi.org/10.52340/gmg2023.01.006

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...