იარაღის ისტორიიდან აჭარაში (მაჭახელას თოფის მიხედვით)

იარაღის ისტორიიდან აჭარაში (მაჭახელას თოფის მიხედვით)

ავტორები

  • რუსუდან კობრავა ხარიტონ ახვლედინის სახელობის მუზეუმი

საკვანძო სიტყვები:

იარაღის წარმოება, თოფი მაჭახელა, სამჭედლო სახელოსნო, თოფის ჩარხი, ლულის დამზადება

ანოტაცია

აჭარა ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღების (კაჟიანი თოფი და დამბაჩა, ხანჯალი, იატაგანი და სხვა) წარმოებით ერთ-ერთი დაწინაურებული ცენტრი იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. იარაღების დამზადებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაჭახლის ხეობა და ქვედა აჭარა. ამ ცენტრებში დამზადებულ საბრძოლო იარაღებს საბაზრო დანიშნულებაც ჰქონდა. ფართო მოწონებით სარგებლობდა არა მარტო თვით რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაჭახლური წარმოების იარაღი  ყოფილი ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა კუთხეში აღწევდა.  

            მაჭახლის ხეობასა და აჭარის სხვა  სახელოსნო ცენტრებში ორი სახის თოფი იწარმოებოდა თოფხანე და ნალფარა. ნაკეთობის ხარისხით თოფხანეს  გამოარჩევდა ხრახნილი ლულა, რომელიც მასიური რკინისაგან მზადდებოდა. იგი მეტწილად ვერცხლითა და ძვლით იყო მოსევადებული. ნალფარა თოფის ლულა კი რკინის ნაჭრების შეერთება- შედუღებით მიიღებოდა და ხარისხით თოფხანეს ჩამოუვარდებოდა.  თოფისა და დამბაჩის ფასსაც ნაკეთობის ხარისხი(ლულისა და კონდახის შემკულობა) განსაზღვრავდა. თოფებსა და დამბაჩებს ძირითადად შეკვეთით ამზადებდნენ. ანაზღაურება ფულით ან ნატურით ხდებოდა.თოფის ფასს ლულის, აგრეთვე ჩახმახისა და კონდახის შემკულობა განსაზღვრავდა. თოფის ლულა მზადდებოდა სპეციალურ დაზგაზე, რომელსაც თოფის ჩარხი ეწოდებოდა.

           სამჭედლო სახელოსნოები განლაგებული იყო ცალკე ნაგებობის სახით, ასევე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე.მასში ჩვეულებრივ 2-3  და მეტი მჭედელი მუშაობდა,რომელთაგან ერთი უსტაბაშის(მთავარ ოსტატ მჭედლად ითვლებოდა),  მეორე და მესამე პირი შეგირდის  ან ცალკე დამხმარის როლს ასრულებდა.სამჭედლო საქმე მამიდან შვილზე და ახლო ნათესავებზე მემკვიდრეობით გადადიოდა.

           XIX საუკუნეში ევროპული, კერძოდ ინგლისური, ფრანგული, ბელგიური და სხვა უცხოური, აგრეთვე ტულის წარმოების იაფფასიანი იარაღების გავრცელებამ კავკასიასა და საქართველოში თანდათან შეზღუდა ადგილობრივი იარაღების წარმოება. საომარი იარაღების ფართოდ წარმოების საბოლოოდ დაცემაზე გარკვეული გავლენა იქონია აგრეთვე საუკეთესო მეიარაღე -ხელოსნების მუჰაჯირად წასვლამ. თუმცა XIX საუკუნის 80-90-იან წლებსა და  XX საუკუნის I მეოთხედში აჭარასა და ახალციხეში კვლავაც მზადდებოდა ცეცხლსასროლი (თოფი, დამბაჩა) საბრძოლო იარაღები, მაგრამ მას წინანდებურად ფართო მასშტაბი არ ჰქონია.

          დღეს მაჭახლის ხეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელოსნები, რომლებიც ცდილობენ ამ უძველესი ტრადიციის გაგრძელებას, თუმცა ძირითადად დეკორატიულ ნიმუშებს ამზადებენ.

            სტატიაში მრავალ წყაროზე დაყრდნობით შესწავლილია აჭარაში იარაღის წარმოების ისტორია, ჩამოთვლილია წარმოების ცენტრები, აღწერილია იარაღის სახელოსნო და იარაღის დამზადების პროცესი, გაანალიზებულია ის ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვიეს ადგილობრივი იარაღის  დამზადების ტემპის დაცემა. მოცემულია ინფორმაცია მაჭახლის ხეობაში დღეისთვის არსებული იარაღის სახელოსნოებზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

რუსუდან კობრავა, ხარიტონ ახვლედინის სახელობის მუზეუმი

ხარიტონ ახვლედინის სახელობის მუზეუმის  ისტორიის მიმართულების ხელძღვანელი

წყაროები

1.ბაქრაძე დ. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა.“ 1987

2.თაბუაშვილი ა.საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების, დამზადების და ფასების საკითხისათვის.ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები.X. თბილისი 2016

3.კახიძე ნ. ხელოსნობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. გამომცემლობა „აჭარა.“ ბათუმი 2004

4.კახიძე ნ. ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების ისტორიიდან აჭარაში. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა. II. გამომცემლობა „მეცნიერება“. თბილისი 1976

5.კომახიძე თ. აჭარის ენციკლოპედიური ცნობარი. წიგნი I. სს „გამომცემლობა აჭარა.“ ბათუმი 2010

6.Лисовский В. Чорохский край. Военно статистичесКий очерк. Тифлис, 1886

7.მურიე ჟან. ბათუმი და ჭოროხის აუზი. სახელმწიფო გამომცემლობა. ბათუმი. 1962

8. „მაჭახელას“ თოფის ისტორია. 28.03.2013. http://www.bazieri.ge/forum/110-895-1

9.ნებიერიძე ქ. იარაღის გარემოცვაში. https://issuu.com/gnmuseum/docs/169356908-museum-journal-1 (მუზეუმი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 2012 წლის დეკემბერი. გვ. 49).

10.ქართელი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი. თბილისი 2019

11.ცეცხლაძე ნ. მუზეუმში დაცული თოფი „მაჭახელას“ სახელოსნო. მუზეუმის მაცნე IV. ბათუმი 2011

12..წერეთელი დ. მაჭახელა. გაზეთი „დროება,“ 1878, N 238

13.ჭიჭინაძე ზ. საომარი იარაღის ხელოსნობა და მისი დაცემა სამცხე-სათაბაგო და მაჭახელს. სამცხე-საათაბაგო. თბილისი 1905

გამოქვეყნებული

2026-08-12

გამოცემა

სექცია

ისტორია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...