დევერჟის დაავადება – კლინიკური შემთხვევა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.27საკვანძო სიტყვები:
Pityriasis rubra pilaris, Devergie’s disease, Follicular hyperkeratosis, CARD14 mutationანოტაცია
დევერჟის დაავადება წარმოადგენს იდიოპათიურ ანთებით, პაპულო-სქვამოზურ დერმატოზს. კლინიკურად ხასიათდება კერატინიზაციის პროცესის დაღვევით და ჰიპერკერატოზული ფოლიკულური პაპულების წარმოქმნით, რომლებიც ერთიანდება ნარინჯისფერ-წითელ ბალთებად, რომელთა, შორისაც აღინიშნება დაუზიანებელი კანის უბნები კუნძულების სახით. სავარაუდო ასოციაციებს შორის აღსანიშნავია ინფექციური დაავადებები, აუტოიმუნური პროცესები, მედიკამენტური ზემოქმედება და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
სტატია აღწერს დევერჟის დაავადების კლინიკურ შემთხვევას. პაციენტი ს. ე. 56 წლის. მომართა ,,Kani Clinic”-ს 26.04.25-ში. უჩიოდა გამონაყრის არსებობას სხეულზე. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. სხეულზე, ზემო და ქვემო კიდურებზე ვლინდება ნარინჯისფერი, მრავლობითი, ცალ-ცალკე განლაგებული ჰიპერკერატოზული ფოლიკულური პაპულები. ზემო კიდურის გამშლელ ზედაპირზე ერთეული ბალთა.
Downloads
წყაროები
DermNet NZ. Pityriasis rubra pilaris. https://dermnetnz.org
Griffiths W.A. Pityriasis rubra pilaris: The Griffiths classification. ClinExpDermatol. 1980;5(1):105–112.
Gao Q., Sun L.D., Liu Y. et al. Genetic variants in CARD14 confer susceptibility to pityriasis rubra pilaris. Nat Genet. 2012;44(7):745–748.
Miralles ES, et al. Pityriasis rubra pilaris and human immunodeficiency virus infection. Br J Dermatol 1995; 133: 990
Ross N.A., Chung H.J., Li Q., Andrews J.P. Pityriasis rubra pilaris: A comprehensive review. J Am Acad Dermatol. 2016;75(1):165–181.
Vañó-Galván S., Molina-Ruiz A.M., Vicente-Martín F.J. Pityriasis rubra pilaris: Update and review of management options. Am J Clin Dermatol. 2017;18(3):377–397.
