კუჭის კიბოს გვიან სტადიაზე გამოვლენა, როგორც პაციენტთა გადარჩენაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი

კუჭის კიბოს გვიან სტადიაზე გამოვლენა, როგორც პაციენტთა გადარჩენაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი

ავტორები

  • საბა ჟიჟილაშვილი
  • ირაკლი მჭედლიშვილი
  • ნანა მებონია
  • ანა ჟიჟილაშვილი
  • მაია კერესელიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.27

საკვანძო სიტყვები:

gastric cancer, survival analysis, stage, mortality

ანოტაცია

კვლევის მიზანს შეადგენდა კუჭის კიბოს გამოვლენის სტადიასა და გადარჩენას შორის შესაძლო კორელაციის შეფასება 2015-2020 წლებში საქართველოში.

მეთოდები. კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2020 წლების მონაცემთა ბაზის საფუძველზე შეფასდა დიაგნოზის დასმის მომენტში კუჭის კიბოს სტადიები სქესის მიხედვით. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში სიკვდილიანობის რისკების თანაფრდობა (HR, Hazard Ratio) შეფასდა ბი-ვარიაციული კოქს-რეგრესიული მოდელის გამოყენებით. სტატისტიკური სარწმუნობის შესაფასებლად გამოყენებული იყო 95%-იანი სარწმუნობის ინტერვალი (95% სი). მონაცემები გაანალიზდა სტატისტიკური პაკეტი SPSS-ის 23ე ვერსიის გამოყენებით.

შედეგები. ანალიზში ჩართული იყო კუჭის კიბოს დიაგნოზის მქონე 2242 პაციენტი. საქართველოში კუჭის კიბო ორივე სქესის წარმომადგენლებში დაგვიანებულ სტადიაზე ვლინდა. ბივარიაციული სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, კუჭის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებში ადრეული სიკვდილიანობის რისკი მეოთხე (HR=4.8; 95%სი=3.3-6.8) ან მეორე (HR=1.9; 95%სი=1.3-2.7) და მესამე (HR=2.2; 95%სი=1.5-3.2) სტადიებზე გამოვლენის შემთხვევაში პირველ სტადიაზე დიაგნოსტირებულებთან შედარებით თითქმის 5-ჯერ და 2-ჯერ მაღალია შესაბამისად.

დასკვნები. საქართველოში კუჭის კიბოს დიდი წილი დაგვიანებულ სტადიაზე ვლინდება, რაც მაღალი სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

ჟიჟლაშვილი ს, მჭედლიშვილი ი, მებონია ნ, ჟიჟლაშვილი ა. კუჭის კიბოს გავრცელების თავისებურებები საქართველოში, 2015-2020. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, 2021, (5-6): 47-50.

Huang RJ, Hwang JH. Improving the Early Diagnosis of Gastric Cancer. Gastrointest Endosc Clin N Am. 2021 Jul; 31(3):503-517.

Katanoda K, Ito Y, Sobue T. International comparison of trends in cancer mortality: Japan has fallen behind in screening-related cancers. Jpn J Clin Oncol. 2021 Nov 1; 51(11):1680-1686.

Qin Y, Tong X, Fan J, Liu Z, Zhao R, Zhang T, Suo C, Chen X, Zhao G. Global Burden and Trends in Incidence, Mortality, and Disability of Stomach Cancer From 1990 to 2017. Clin Transl Gastroenterol. 2021 Oct 5; 12(10): e00406.

Sekiguchi M, Oda I, Matsuda T, Saito Y. Epidemiological Trends and Future Perspectives of Gastric Cancer in Eastern Asia. Digestion. 2022; 103(1):22-28.

Wong MCS, Huang J, Chan PSF, Choi P, Lao XQ, Chan SM, Teoh A, Liang P. Global Incidence and Mortality of Gastric Cancer, 1980-2018. JAMA Netw Open. 2021 Jul 1; 4(7):e2118457.

Yang TW, Wang CC, Hung WC, Liu YH, Sung WW, Tsai MC. Improvement in the Mortality-to-Incidence Ratios for Gastric Cancer in Developed Countries with High Health Expenditures. Front Public Health. 2021 Aug 17; 9:713895.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-10-27

როგორ უნდა ციტირება

ჟიჟილაშვილი ს. ., მჭედლიშვილი ი. ., მებონია ნ. ., ჟიჟილაშვილი ა. ., & კერესელიძე მ. . (2022). კუჭის კიბოს გვიან სტადიაზე გამოვლენა, როგორც პაციენტთა გადარჩენაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (7). https://doi.org/10.52340/jecm.2022.07.27

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...