რეალიათა ამსახველი ფრაზეოლოგიზმები ფრანგულ და ინგლისურ ენებში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2021.503საკვანძო სიტყვები:
ფრაზეოლოგიზმები, სამყარს აღქმა, ფრზეოლოგიური ერთეული, ანდაზა, მყარი გამონათქვამი, აზროვნებაანოტაცია
ფრაზეოლოგიზმები გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაში, მხატვრულ ნაწარმოებებში, პუბლიცისტიკაში. ისინი გამონათქვამს ანიჭებენ გამომხატველობას და წარმოადგენენ ხატოვანების შექმნის საშუალებას.ფრაზეოლოგიზმებს თავიანთი სპეციფიკა აქვთ ყოველ ენაში, ისინი ასახავენ და წარმოგვიდგენენ ნაციონალურ მენტალიტეტს, გარემომცველი სამყაროს აღქმის ცნობიერებასა და მის გამოხატვას ლექსიკურად და გრამატიკულად; ასევე მნიშვნელოვანია ფრაზეოლოგიურ ერთეულთა გამოყენების თავისებურებანიც.წინამდებარე სტატიის მიზანია უცხოური ენის საკომუნიკაციო სწავლების თვალსაზრისით, ფრაზეოლოგიზმთა შესწავლა და ანალიზი. უცხოური ენის შესწავლისას, გარდაუვალია და აუცილებლად გვხვდება იმ ავთენტურ ტექსტთა გაგებისას არსებული სირთულეები, რომლებიც შეიცავენ ფრაზეოლოგიურ გამონათქვამებს, მათ შორის ანდაზებს, თქმებსა და შედარებებს. ფრაზეოლოგიის მჭიდრო კავშირი ამა თუ იმ ხალხთა ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რადგან მასში ასახულია ამ ხალხთა სულიერება, ფსიქოლოგია და აზროვნების მანერა.ერთი ენის ფრაზეოლოგიის ნაციონალურ-კულტურული სპეციფიკა უფრო მეტად ნათლად ვლინდება მეორე ენის მყარ გამონათქვამებთან შეპირისპირების დროს.ამგვარად, ფრაზეოლოგია, ისევე როგორც ენა მთლიანობაში, ინარჩუნებს არა მხოლოდ ნაციონალურ, არამედ ინტერნაციონალურ ფონურ ცოდნასაც. სპეციალურ ლიტერატურაში, არაიშვიათად აღინიშნება, რომ სხვადასხვა ენათა ფრაზეოლოგიური ერთეულების სრული დამთხვევა შინაარსის პლანსა და გამონათქვამის პლანში ხშირად არ შეინიშნება, თითოეული ამ ენის თავისებურებათა რეალიზაციის გამო ფრაზეოლოგიურ ერთეულებში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Arsentieva, E.F. (2006) Frazeologiya i frazeografija v sopostavitel’nom aspekte (na
materiale angliyskogo i russkogo yazikov). Kazan’.
Bally Ch. (1955) Linguistique générale et questions de la langue française. Paris.
Bally Ch. (1961) Stylistique française. Paris.
Cowie, A.P. (1998) Phraseology: Theory, Analysis, and Applications. Oxford: Oxford
University Press.
Knappe, Gabriele. (2004) Idioms and Fixed Expressions in English Language Study before
Peter Lang.
Kunin, A.V. (1996) Kurs fraseologii sovremennogo angliyskogo yazika. 2-e izd. pererab.
Moskva: Visshaya Shkola.
Soloduho, E.M. (1982) Problemi internazional'noy frazeoologii. Kazan’.