რძეში და რძის პროდუქტში აფლატოქსინ M1-ის განსაზღვრის ქრომატო-მას სპექტრომეტრული (LC MS/MS) მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია
Загрузки
სოფლის მეურნეობის პროდუქტზე მზარდი ობის სოკოს მრავალი სახეობა გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებსაც მიკოტოქსინები ეწოდება.
აფლატოქსინი B1 ყველაზე გავრცელებული, ძლიერ ტოქსიკური და კანცეროგენულია. მას წარმოქმნის Aspergillus-ის გვარის სოკოები, რომლებიც იზრდება ცხელ და ნოტიო პირობებში შენახულ მარცვლეულზე, თესლსა და ნაყოფზე.
აფლატოქსინი M1 არის აფლატოქსინ B1-ის ჰიდროქსილირებული ფორმა, მისიტოქსიკური მეტაბოლიტი, წარმოიქმნება იმ ცხოველების ღვიძლში, რომლებიც იღებენ აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებულ საკვებს.
აფლატოქსინი M1 გროვდება ცხოველის ორგანიზმში და გამოიყოფა რძესთან ერთად, რაც საფრთხეს უქმნის მიმღები სახეობის - ადამიანის ჯანმრთელობას. აფლატოქსინი M1 ძლიერი კანცეროგენია, იწვევს აგრეთვე ღვიძლის და იმუნური სისტემის დაზიანებას.
მაღალი ტოქსიკურობის და ჰეპატოკანცეროგენული პოტენციალის გამო, რძესა და რძის პროდუქტებში აფლატოქსინ M1 - ის დასაშვები დონე მკაცრად რეგულირდება განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.ჩვენს ქვეყანაში აფლატოქსინ M1 - ის დასაშვებ ზღვრად დადგენილია 0.05 მკგ/კგ.
კვლევის მიზანი იყო აფლატოქსინ M1-ის განსაზღვრისთვის ქრომატო - მას - სპექტრომეტრული მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია.
ჩვენ მიერ შემუშავებული და ვალიდირებულია რძეში და რძის პროდუქტში აფლატოქსინ M1-ის განსაზღვრის ქრომატო მას სპექტრომეტრული მეთოდი;
აფლატოქსინ M1-ის თვისობრივი განსაზღვრის ზღვარად განისაზღვრა: რძეში - 0.003 მკგ/კგ, რძემჟავა პროდუქტში - 0.0034 მკგ/კგ, ყველში - 0.0038 მკგ/კგ, ნაღებში - 0.0036 მკგ/კგ;
აფლატოქსინ M1-ის რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარად განისაზღვრა: რძეში - 0.03 მკგ/კგ, რძემჟავა პროდუქტში - 0.034 მკგ/კგ, ყველში - 0.038 მკგ/კგ, ნაღებში - 0.036 მკგ/კგ;
მიღებული შედეგები მიუთითებს ანალიზური მეთოდების მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი შერჩეული მეთოდის შესაბამისობაზე.
Скачивания
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის დადგენილება N22 ტექნიკური რეგლამენტი - ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ;
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის დადგენილება №212, ტექნიკური რეგლამენტი − სასურსათო დანიშნულების ცხოველებში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენების ანალიზის მეთოდების განხორციელების, ნიმუშის აღებისა და შედეგების ინტერპრეტაციის წესის დამტკიცების შესახებ;
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ივნისის დადგენილება №225, ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველური წარმოშობის სურსათში აკრძალულ/დაუშვებელ ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებთან (სუბსტანციებთან) დაკავშირებით მოქმედებისათვის საცნობარო მაჩვენებლების (RPA) შესახებ დამტკიცების თაობაზე;
Andreia Vaz 1, Ana C Cabral Silva 1, Paula Rodrigues, Armando Venâncio. Detection Methods for Aflatoxin M1 in Dairy Products, Microorganisms, NCBI,2020. https://doi.org/10.1016/j.foodchem.2023.137775
ISO 14501:2021, Milk and milk powder — Determination of aflatoxin M1 content — Clean-up by immunoaffinity chromatography and determination by high-performance liquid chromatography (edition 3, 2021);Volume 436, 15 March 2024
Kamkar A, Yazdankhah S, Nafchi AM, Nejad AS. Aflatoxin M1 in raw cow and buffalo milk in Shush city of Iran. Food Addit Contam Part B Surveill. 2014;7(1):21-24
Kumar P, Mahato DK, Kamle M, Mohanta TK, Kang SG. Aflatoxins: A Global Concern for Food Safety, Human Health and Their Management. Front Microbiol. 2016;7:2170. [
Yaser Almasoud, Manar Alwelaie, Zeyad Aldosari, Sarah Alotaibi, Abdullah Alsayari, Ghada Alzyadi, Mohammed Almutairi, Sulaiman Alajel, Abdullah Al Tamim, Hibah Alharbi ⁎ An assessment of the prevalence of Aflatoxin M1 level in milk and milk powder based on high performance liquid chromatography and dietary risk assessmentToxicol Rep 2024 Nov 9;13:101787. doi: 10.1016/j.toxrep.2024.101787
Viola O. Okechukwu, Oluwasola A. Adelusi, Abidemi P. Kappo, Patrick B. Njobeh, Messai A. Mamo .Aflatoxins: Occurrence, biosynthesis, mechanism of action and effects, conventional/emerging detection techniques. Food Chemistry Volume 436, 15 March 2024, 137775
Copyright (c) 2026 ქართველი მეცნიერები

Это произведение доступно по лицензии Creative Commons «Attribution-NonCommercial-NoDerivatives» («Атрибуция — Некоммерческое использование — Без производных произведений») 4.0 Всемирная.

