1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი 1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა

რძეში და რძის პროდუქტში აფლატოქსინ M1-ის განსაზღვრის ქრომატო-მას სპექტრომეტრული (LC MS/MS) მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია

მიკოტოქსინები აფლატოქსინი რძის პროდუქტები მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია მას-სპექტრომეტრია

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
May 3, 2026

ჩამოტვირთვები

სოფლის მეურნეობის პროდუქტზე მზარდი ობის სოკოს მრავალი სახეობა გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებსაც მიკოტოქსინები ეწოდება.

აფლატოქსინი B1 ყველაზე გავრცელებული, ძლიერ ტოქსიკური და კანცეროგენულია. მას წარმოქმნის Aspergillus-ის გვარის სოკოები, რომლებიც იზრდება ცხელ და ნოტიო პირობებში შენახულ მარცვლეულზე, თესლსა და ნაყოფზე.

აფლატოქსინი M1 არის აფლატოქსინ B1-ის ჰიდროქსილირებული ფორმა, მისიტოქსიკური მეტაბოლიტი, წარმოიქმნება იმ ცხოველების ღვიძლში, რომლებიც იღებენ აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებულ საკვებს.

აფლატოქსინი M1 გროვდება ცხოველის ორგანიზმში და გამოიყოფა რძესთან ერთად, რაც საფრთხეს უქმნის მიმღები სახეობის - ადამიანის ჯანმრთელობას. აფლატოქსინი M1 ძლიერი კანცეროგენია, იწვევს აგრეთვე ღვიძლის და იმუნური სისტემის დაზიანებას.

მაღალი ტოქსიკურობის და ჰეპატოკანცეროგენული პოტენციალის გამო, რძესა და რძის პროდუქტებში აფლატოქსინ M1 - ის დასაშვები დონე მკაცრად რეგულირდება განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.ჩვენს ქვეყანაში აფლატოქსინ M1 - ის დასაშვებ ზღვრად დადგენილია 0.05 მკგ/კგ.

 კვლევის მიზანი იყო აფლატოქსინ M1-ის განსაზღვრისთვის ქრომატო - მას - სპექტრომეტრული მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია.

ჩვენ მიერ შემუშავებული და ვალიდირებულია რძეში და რძის პროდუქტში აფლატოქსინ M1-ის განსაზღვრის ქრომატო მას სპექტრომეტრული მეთოდი;

აფლატოქსინ M1-ის თვისობრივი განსაზღვრის ზღვარად განისაზღვრა: რძეში - 0.003 მკგ/კგ, რძემჟავა პროდუქტში - 0.0034 მკგ/კგ, ყველში - 0.0038 მკგ/კგ, ნაღებში - 0.0036 მკგ/კგ;

აფლატოქსინ M1-ის რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარად განისაზღვრა: რძეში - 0.03 მკგ/კგ, რძემჟავა პროდუქტში - 0.034 მკგ/კგ, ყველში - 0.038 მკგ/კგ, ნაღებში - 0.036 მკგ/კგ;

მიღებული შედეგები მიუთითებს ანალიზური მეთოდების მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი შერჩეული მეთოდის შესაბამისობაზე.