ანოტაცია
სტატიის მიზანია, აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტორი საქართველოს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის კონსტრუირებაში. რა ისტორიულმა, კულტურულმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობეს ამ იდენტობის ჩამოყალიბება. სტატია უპასუხებს კითხვას: რა პრობლემას უქმნის ეთნო-რელიგიური იდენტობა თანამედროვე, მოდერნული სახელმწიფოს ფუნქციონირებას. კვლევიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრემოდერნული იდენტობის ტრადიცია ეფუძნებოდა: რელიგიასა და დინასტიას. ეკლესია, როგორც რელიგიური ინსტიტუტი ლეგიტიმაციას აძლევდა დინასტიის ბატონობას და აძლევდა ლეგიტიმაციას კონკრეტული დინასტიის წარმომადგენლებს. რელიგიური იდენტობა კონკრეტული ეკლესიის პირობებში, (უფრო აღმოსავლეთ საქრისტიანოში) შეიძლება რომელიმე ეთნოსთან ყოფილიყო დაკავშირებული. მაგალითად ქართველი, შუა საუკუნეში, არის არა ეთნოსის, არამედ სარწმუნოების განმსაზღვრელი. აქედანაა ტერმინი - „სარწმუნოებით ქართველი“.
ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი და ლიბერალური ნაციონალიზმი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ უკანასკნელის ტრადიციაში რელიგია არ არის ნაციონალობის განმსაზღვრელი ფაქტორი. არაქრისტიანიც შეიძლება იყოს ქართველი. ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი არის მოდერნის დროს ჩამოყალიბებული არა-მოდერნული პროექტი. ნაციონალიზმის ხანაში რელიგური იდენტობა გარკვეულ შემთხვევებში ტრანსფორმირდა ეთნო-რელიგიურ იდენტობაში, რომელიც ეწინააღმდეგება თანამედროვე ერის ლიბერალურ მსოფლმხედველობას, რომლის საფუძველზეც ნაციის იდეა არ იზღუდება ამა თუ იმ რელიგიითა, თუ ეთნოსით.
ეკლესია ხშირად გამოდის ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტორი ასევე გადამწყვეტია საქართველოს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის კონსტრუირებაში. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიაში არსებული ანტი-დასავლური ტენდენციები ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის თანამედროვე, მოდერნული სეკულარული სახელმწიფოს ფუნქციონირებას. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ეკლესიაში არსებული ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა რუსეთის იმპეირისა და საბჭოთა ეპოქაში. ეს მსოფლმხედველობა აშკარად განსხვავდება 1918-1921 წლებში არსებული ეკლესიი სულისკვეთებისგან, რომელისთვისაც დასავლეთი და ლიბერალური ღირებულებები ბუნებრივ სასიცოცხლო გარემოს წარმოადგენდა.
წყაროები
გელნერი, ე. (მთარგმნ. ნინო ცინცაძე.) (2003) ერები და ნაციონალიზმი. თბილისი: ნეკერი.
ეჯიბაშვილი, მ. (2018) საქართველოს ეკლესია კათალიკოს-პატრიქარქის ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში. თბილისი: მერიდიანი.
ვარდოსანიძე, ს. (2001) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1927-1952 წლებში. თბილისი: ქრონოგრაფი.
ვარდოსანიძე, ს. (2000) სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II (1960-72 წ.წ.). თბილისი: ქრონოგრაფი.
თარხნიშვილი, ნ. (2018) ორი 17 მაისი. https://www.radiotavisupleba.ge/a/ორი-17-მაისი/29228152.html (22.10.2020)
თევზაძე, გ. (1999) საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები. http://eprints.iliauni.edu.ge/25/1/1999%20Simulations%20of%20Power.pdf (22.10.2020)
მინდიაშვილი, ბ. (2014) ტოლერანტობის სკოლა. თბილისი: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. https://tdi.ge/sites/default/files/tolerantobis-skola.pdf (23.10.2020)
ნაჩმიასი, ჩ. ფ. და დ. ნაჩმიასი. (2009) კვლევის მეთოდები სოციოლოგიურ მეცნიერებებში. თბილისი: ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა. https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/kvlevismetodebisociologiurmecnierebebshi.pdf (24.10.2020)
რურუა, ნ. (2019) რედ. ზ. ჭიაბერაშვილი. თავისუფლების კანონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სენი, ა. (მთარგმნ. სანდრო გაბისონია) (2014) იდენტობა და ძალადობა ბედისწერის ილუზია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ფუკუიამა, ფ. (მთარგმნ. დ. აფრასიძე, გ. გვალია, ბ. ლებანიძე, ა. მიქაუტაძე, გ. ნოდია, თ. ქუმსიაშვილი) (2019) პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ხუციშვილი, მ. (1987) საქართველოს ეკლესიის სოციალურ-პოლიტიკური პოზიცია. თიბილისი: მეცნიერება.
ჯონსი, ს. ფ. (2007) სოციალიზმი ქართულ ფერებში, სოციალ-დემოკრატიის ევროპული გზა. თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
Diamond, L. J. (1996) Is the Third Wave Over? Journal of Democracy. Vol. 7. No. 3 (July)
Geremek, B. (1999) The Transformation of Central Eaurope. Journal of Democracy. Vol.10. No. 3 (July)
Huntington, S. P. (1997) After Twenty Years: The Future of the Third Wave. Journal of Democracy, Vol.8, No. 4, (october)
Lipset, S. M. (1998) George Washington and the Founding of Democracy. Journal of Democracy. Vol. 9. No. 4 (October)
Locke, J. (Trans. William, Popple) A Letter Concerning Toleration. https://socialsciences.mcmaster.ca/econ/ugcm/3ll3/locke/toleration.pdf (24.10.2020)
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2021 თინათინ ქავთარაძე