ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პრობლემა საქართველოში

ეკლესია სეკულარიზმი სახელმწიფო

Авторы

августа 4, 2021

სტატიის მიზანია, აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტორი საქართველოს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის კონსტრუირებაში. რა ისტორიულმა, კულტურულმა  და პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობეს ამ იდენტობის ჩამოყალიბება. სტატია უპასუხებს კითხვას: რა პრობლემას უქმნის ეთნო-რელიგიური იდენტობა თანამედროვე, მოდერნული სახელმწიფოს ფუნქციონირებას. კვლევიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრემოდერნული იდენტობის ტრადიცია ეფუძნებოდა: რელიგიასა და დინასტიას. ეკლესია, როგორც რელიგიური ინსტიტუტი ლეგიტიმაციას აძლევდა დინასტიის ბატონობას და აძლევდა ლეგიტიმაციას კონკრეტული დინასტიის წარმომადგენლებს. რელიგიური იდენტობა კონკრეტული ეკლესიის პირობებში, (უფრო აღმოსავლეთ საქრისტიანოში)  შეიძლება  რომელიმე ეთნოსთან ყოფილიყო დაკავშირებული. მაგალითად ქართველი, შუა საუკუნეში, არის არა ეთნოსის, არამედ სარწმუნოების განმსაზღვრელი. აქედანაა ტერმინი - „სარწმუნოებით ქართველი“.

ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი და ლიბერალური ნაციონალიზმი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ უკანასკნელის ტრადიციაში რელიგია არ არის ნაციონალობის განმსაზღვრელი ფაქტორი. არაქრისტიანიც შეიძლება იყოს ქართველი. ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი არის მოდერნის დროს ჩამოყალიბებული არა-მოდერნული პროექტი. ნაციონალიზმის ხანაში რელიგური იდენტობა გარკვეულ შემთხვევებში ტრანსფორმირდა ეთნო-რელიგიურ იდენტობაში, რომელიც ეწინააღმდეგება თანამედროვე ერის ლიბერალურ მსოფლმხედველობას, რომლის საფუძველზეც ნაციის იდეა არ იზღუდება ამა თუ იმ რელიგიითა, თუ ეთნოსით.

ეკლესია ხშირად გამოდის ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფაქტორი ასევე გადამწყვეტია საქართველოს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის კონსტრუირებაში. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიაში არსებული ანტი-დასავლური ტენდენციები ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის თანამედროვე, მოდერნული სეკულარული სახელმწიფოს ფუნქციონირებას. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ეკლესიაში არსებული ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა რუსეთის იმპეირისა და საბჭოთა ეპოქაში. ეს მსოფლმხედველობა აშკარად განსხვავდება 1918-1921 წლებში არსებული ეკლესიი სულისკვეთებისგან, რომელისთვისაც დასავლეთი და ლიბერალური ღირებულებები ბუნებრივ სასიცოცხლო გარემოს წარმოადგენდა.

Похожие статьи

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

Вы также можете начать расширеннвй поиск похожих статей для этой статьи.