4. ჯანმრთელობის მეცნიერებები 4.1 მედიცინა

მენჯ-ბარძყის სახსრის ძვალ-ხრტილოვანი კომპონენტისა და სინოვიური გარსის პროლიფერაციული აქტივობისა და ანთებითი ინდექსის ცვლილებების თავისებურებები კოქსართროზის დროს

სინოვიური გარსი პროლიფერაცია CD45 AgNOR OARSI

ავტორები

ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
December 12, 2025

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანს შეადგენდა სახსრის ძვალ-ხრტილოვან კომპონენტში და სინოვიურ გარსებში მიმდინარე  ანთებითი ცვლილებების და პროლიფერაციული აქტივობის შედარებითი ანალიზი OARSI-ს კლასიფიკაციის მიხედვით Grade 4, Grade 5 და Grade 6 ჯგუფებში. ყოველი საკვლევი ჯგუფი მოიცავდა 20 შემთხვევას. კვლევისათვის გამოყენებულ საკვლევ მასალას შეადგენდა თსსუ-ს სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2025 წლების საარქივო მასალის არაპერსონიფიცირებული პარაფინული ბლოკები. კვლევისათვის გამოყენებული იქნა ჰემატოქსილინ&ეოზინის ტექნოლოგია, AgNOR ტექნოლოგია პროლიფერაციული აქტივობის შესაფასებლად და იმუნოჰისტოქიმიური ტექნოლოგია ანთებითი ინდექსისა (CD45) და პროლიფერაციული აქტივობის შესაფასებლად (Ki67).როგორც შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, ოსტეოართრიტების დროს ანთებითი ინდექსი იმატებს დაზიანების ხარისხის ზრდასთან ერთად და ის თითქმის ერთი და იგივე ტიპით ვლინდება ძვალ-ხრტილოვან კომპონენტსა და სინოვიურ გარსებში. პროლიფერაციული აქტივობის დინამიკა ერთნაირად ვლინდება როგორც AgNOR ტექნოლოგიით, ისე პროლიფერაციული მარკერის Ki67-ის გამოყენებით და ის იზრდება დაზიანების ხარისხის შესაბამისად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.