ფაზური ინვერსიის ტემპერატურის გავლენა პეს/დმფ/პვპ პოლიეთერსულფონური მემბრანების ფორმირებაზე და წარმადობაზე

პოლიეთერსულფონი ფაზური ინვერსია DMF PVP ხვ.წარმადობა

ავტორები

ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
ნოემბერი 28, 2025

ჩამოტვირთვები

  ნაშრომში შესწავლილია 15%-იანი პოლიეთერსულფონის პეს/დმფა/5%პვპ და პეს/დმფა/7%პვპ  შედგენილობის  ხსნარებიდან პოლიმერული მემბრანების მიღება ფაზური ინვერსიის მეთოდით გამოლექვის  განსხვავებულ  ტემპერატურაზე. მიღებულია ორი ჯგუფი პოლიეთერსულფონური მემბრანებისა და თითოეულისთვის   გამოლექვა ჩატარებულია ოთხ ტემპერატურაზე ( 10℃ , 20℃, 30℃, 40℃).  დასასხმელ ხსნარებში შესწავლილია ნაწილაკის ზომები და პოლიდისპერსობის ხარისხი ანალიზატორ Malvern-ზე. დადგენილია ფაზური ინვერსიის ჩატარების   ოპტიმალური ტემპერატურა პვპ-ს ორი განსხვავებული კონცენტრაციის  პირობებში და საკოაგულაციო აბაზანის ტემპერატურის გავლენა მიღებული მემბრანების წარმადობაზე, სტრუქტურაზე და ფორის ზომებზე. 5%პვპ-ს შემცველი ხსნარიდან გამოლექილი  მემბრანებიდან  უკეთესი წარმადობა და სტრუქტურა აღმოაჩნდა 20℃-ზე გამოლექილ მემბრანას,  ხოლო 7%პვპ-ს შემცველი  ხსნარიდან გამოლექილი მემბრანებიდან 30℃-ზე მიღებულ მემბრანას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.