ანოტაცია
ნაშრომში მოცემულია მიმოხილვა მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შესახებ. დასაბუთებულია აზრი იმის საილუსტრაციოდ, რომ ლიტერატურაში უხვადაა ცნობები მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ. მითითებულია იმის შესახებაც, რომ მიუხედავად მცენარეთა სამყაროს კვლევის დიდი წარმატებისა, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ფლობს ყველა ცნობას მცენარეთა მრავალფეროვნებაზე. ფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა ეს რიცხვი, დღევანდელი გამოკვლევებით, 500 ათასზე მეტ სახეობას ითვლის და მათი გავრცელების გეოგრაფია ძალზე ფართოა. კვლევის თანამედროვე მეთოდების კვალობაზე ამ კულტურების ბიომრავალფეროვნება განხილულია, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული დარგის- მეციტრუსეობის დასაყრდენი და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს ფლორისტული ლანდშაფტის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ციტრუსოვან კულტურათა ცვალებადობის სპექტრის გაზრდისაკენ მიმართული ყველა ღონისძიება მეთოდურად ძალზე გამართლებულია. საჭიროა მხოლოდ მეთოდური სელექციის მიზანმიმართული წარმოება. ჯიშთწარმოქმნა, ჯერ ერთი, გაზრდის ფორმათა მრავალფეროვნებას, ხოლო, შემდგომ, კარგი ბაზაა საუკეთესო ჯიშებისა და ფორმების მისაღებად. ნაშრომში დახასიათებულია სელექციის ცნობილი მეთოდი. ბიომრავალფეროვნების გაზრდისათვის გამოყენებული ეს ღონისძიებანი (ჰიბრიდიზაცია, დიპლოიდური აპომიქსისი, ნუცელარული სელექცია, მუტაგენეზი) განხილულია პრაქტიკული შედეგების ანალიზის კვალობაზე. ციტრუსოვანთა (მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი) ძირითადი საწარმოო ჯიშებისა და ფორმების და მათზე დაფუძნებული დარგის წინსვლისათვის საკითხის ამ სახით განხილვა და ღონისძიებათა რეალიზაცია, ვფიქრობთ, დიდად წაადგება ამ მცენარეთა ინტენსიური კულტურის წარმოებას. ცალკე საკითხია საწარმოო სპეციალიზაციის ამ ზონაში (აჭარა) ჩამოთვლილი საკითხების წარმატებული რეალიზაციისათვის სამეცნიერო ორგანიზაციებისა და კვალიფიციური კადრების აქტიური მონაწილეობა.
წყაროები
ზურაბ ბუკია, ნოდარ ბერიძე ,,ჰიბრიდიზაცია,ნუცელარული სელექცია და მუტაცია მანდარინის - Citrus Reticulata Bl. ზოგიერთი ნაგალა ჯიშის ფორმათწარმოშობის მართვაში“. გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2010 წელი, 311 გვ.
მაისურაძე ნ.ი. ფორთოხლის ნუცელარული და სქესობრივი ჩანასახების ზრდა. გამომცემლობა ,,აგრობიოლოგია“ , 1961 წელი, N2.
მაისურაძე ნ.ი. ჯიშთაშორისი ქიმერები და მათი სელექციური მნიშვნელობა. ,,გენეტიკა“, 1966 წელი, N11
Майсурадзе Н. И. ,,Генетические основы селекции растений“ ,Издательство ,,Наука“, Москва,1971 год.
Майсурадзе Н.И. ,,Межсортовые химеры и их селекционное значение“. ,,Генетика'',1966 год, N2.
ჯობავა ტ., ქობალია ვ. ,,ლიმონ დიოსკურიას პონცირუს ტრიფოლიატასთან თავისუფალი დამტვერიანებით მიღებულ თაობაში ფორმათა წარმოშობის შესწავლის შედეგები“. სახელმწიფო სასოფლო- სამეურნეო უნივერსიტეტის შრომათა კრებული, 2008 წელი, ტ1, N1 (42).
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები