„კრეატიული აზროვნების საფუძვლების“ საგნის სწავლებისა და სახელმძღვანელოს შესახებ
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

სწავლება
კრეატიული აზროვნება
გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები

როგორ უნდა ციტირება

ღვინეფაძე გ., ჩორხაული ნ., & შავიშვილი თ. (2024). „კრეატიული აზროვნების საფუძვლების“ საგნის სწავლებისა და სახელმძღვანელოს შესახებ. ქართველი მეცნიერები, 6(3), 315–327. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.28

ანოტაცია

დღეს მსოფლიოს მასშტაბით მეტად სწრაფად ცვლად გარემოში მრავალი ახლად წარმოშობილი პრობლება მოითხოვს მათზე დროულად რეაგირებასა და ეფექტიანად  გადაჭრას. ამასთან, ამ პრობლემების მეტი ნაწილის მოსაგვარებლად ადრინდელი მიდგომები ნაკლებად ან საერთოდ ვეღარ ამართლებს.  ამის გამო მათ გადასაჭრელად დღის წესრიგში დგება თვისებრივად ახალი, არასტანდარტული მიდგომების შემუშავების საკითხი, რაც სწორედ  კრეატიული აზროვნების სფეროს დანიშნულებაა. ბუნებრივია, რომ აღნიშნულ სფეროში არსებული მიღწევების გაცნობა, შესაბამისი ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების დაუფლება უნდა იქცეს განათლების სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად, ამასთან ეღტად, არა მარტო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ უწყვეტად, ადამიანის მოღვაწეობის ყველა ეტაპზე. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტზე საგანი „კრეატიული აზროვნების საფუძვლები“ ეკითხება ზოგიერთი დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, გარდა ამისა, როგორც არჩევითი დისციპლინა, - მისი შესწავლის მსურველებისგან შედგენილ გაერთიანებულ  ჯგუფს მთელი ფაკულტეტიდან. სწავლებისათვის საჭირო მასალების შერჩევის პროცესში წინამდებარე სტატიის ავტორები, პირველ რიგში, ვეცნობოდით აღნიშნულ სფეროში არსებულ მოწინავე საზღვარგარეთულ გამოცდილებას, კერძოდ, ცნობილი სპეციალისტების თეორიებს, მიდგომებს, რეკომენდაციებს. მაგრამ, ამავე დროს ვახდენდით არა ამ მასალების უბრალოდ კოპირება-გადმოქართულებას, არამედ, ადგილობრივ პირობებთან მათი მისადაგების მიზნით, მოდიფიცირებასა და ასევე, სტუდენტებს ვაცნობდით ქართველი ნოვატორების მიერ მიღწეულ შედეგებსაც. სწორედ ჩვენ მიერ ჩატარებული ასეთი სამუშაოების შედეგები არის აღწერილი წინამდებარე სტატიაში. მისი მიზანია, ნებისმიერ მსურველს გავუზიაროთ სტატიის ავტორების მიერ ამ მიმართულების საგნების კითხვისას წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. გვსურს ასევე, ვიმსჯელოთ ამ პროცესში წამოჭრილ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე. დაბოლოს, მიზნად ვისახავთ, პედაგოგებისა და სტუდენტების მიერ მოწოდებული შენიშვნების, რჩევების გაანალიზებისა და გათვალისწინების შედეგად დავსახოთ ღონისძიებები კრეატიული აზროვნების დისციპლინის შინაარსისა და მსმენელთათვის მისი გადაცემის ფორმების გამაუმჯობესებელი გზების შესარჩევად. ამასთან ერთად, სტატიაში ყურადღება მახვილდება საგნის „კრეატიული აზროვნების საფუძვლების“ სწავლებისათვის წელს  დაწერილ სახელმძღვანელოზე, მის სტრუქტურასა და შინაარსობრივი მხარის ძირითადი ასპექტების აღწერაზე. აღვნიშნავთ, რომ ასეთი ანდა მსგავსი სახელწოდებების საგნები იკითხება მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ათასობით კოლეჯში. და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ამ დისციპლინის სასწავლო პროგრამაში შეტანა რიგ უმაღლეს სასწავლებლებში დაგვიანდა კიდეც (ბევრგან კი ჯერ არც მომხდარა). მაგრამ, როგორც ნათქვამია: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. ასევე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ საგანი „კრეატიული აზროვნების საფუძვლები“ სწავლების პროცესისადმი შესაბამისი მისადაგების შემდეგ იკითხებოდეს ქვეყნის  საჯარო სკოლებშიც, თუნდაც თავდაპირველად პილოტური სწავლების  ფორმის სახით.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.28
PDF (English)

წყაროები

https://www.grafiati.com/en/literature-selections/decision-making-methods/journal/

http://www.ifapcom.ru/files/2016/UGRA_ENGL_BLOK_WEB.pdf

https://www.researchgate.net/publication/341275822_Solution_of_some_complex_linguistic_problems_by_interdisciplinary_approach

https://www.sciencegate.app/keyword/2257442

https://my.lap-publishing.com/catalog/details/store/gb/book/978-620-3-30656-9/%D0%B2-%D0%BD%D0%B0%D1%87%D0%B0%D0%BB%D0%B5-%D0%B1%D1%8B%D0%BB%D0%BE

https://www.mathedu.ru/text/poya_kak_reshat_zadachu_1959/p5/

https://akvobr.ru/mitio_kaku_obrazovanie_budushego.html

გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. „გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანობის ამაღლების გზები.“ თბილისი. სტუ-ს გამომცემლობა, „შრომები“, 2020, №1 (515), გვ. 80-93. ISSN 1512-0996.

გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. „On-line სახელმძღვანელოების დაპროექტების კონცეფცია“. თბილისი. სტუ-ს გამომცემლობა, „შრომები“, 2021, №1 (519), გვ. 40-54. ISSN 1512-0996.

გ. ღვინეფაძე, თ. შავიშვილი. “ინტერდისციპლინური მიდგომების ეფექტიანობა მეცნიერული კვლევებისა და სწავლების პროცესებში”. 2021. მაისი. მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსებიდან 50-ე წლისთავისა და მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსი¬ფიკაციის ტექნოლოგიები“. სტუ, „შრომები, მართვის ავტომატიზებული სისტემები“, 2021. №1 (32), გვ. 316-319. ISSN 1512-3979.

გელა ღვინეფაძე - ტრანს- და ინტერდისციპლინური მიდგომები პრობლემების გადასაწყვეტად. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,საქართველო და ევროინტეგრაცია“. სტუ, სტატიების კრებული, 29-30 სექტემბერი 2022. გვ. 114-122.

https://drive.google.com/file/d/1Bxge5mIXd-6LgEnfMQUiNR2mp2RmV5dF/view

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...