ედგარ ალან პოს „ელდორადო“ ქართულ თარგმანებში
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ედგარ ალან პო
ელდორადო
ქართული თარგმანი
ალუზია

როგორ უნდა ციტირება

ებრალიძე ლ., & ჭურაძე ე. (2024). ედგარ ალან პოს „ელდორადო“ ქართულ თარგმანებში. ქართველი მეცნიერები, 6(3), 248–254. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.24

ანოტაცია

კრიტიკოსები „ელდორადოს“ ედგარ ალან პოს ყველა სხვა ლექსისგან განსხვავებულად მიიჩნევენ მნიშვნელობისა და კომპოზიციის გამო, რადგან იგი რომანტიკულ სიყვარულსა და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სევდას არ აღწერს. თუმცა ავტორი აქაც მშვენიერების ძიებაშია. „ელდორადოს“ თავისებურებას რიტმულობა, მუსიკალობა, ენის სიმარტივე და ტონალობა განაპირობებს. მარტივი სტრუქტურის მიუხედავად, ლექსში მრავლადაა ბიბლიური და მითოლოგიური ალუზიები, რომლებიც ავტორს მისტიკური ეფექტის შექმნაში ეხმარება. „ელდორადო“ განსაკუთრებული ლექსია, რომელიც მკითხველს იზიდავს, ერთი მხრივ, მარტივი ფორმით, ბალადის მსგავსი რიტმითა და ჟღერადობით, მეორე მხრივ, ღრმა და იდუმალი შინაარსით, ასე მოკლედ და მსუბუქად რომ გვაწვდის ავტორი. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ლექსი მიმზიდველი აღმოჩნდა მთარგმნელებისთვისაც  –  ქართულ ენაზე მისი ბევრი თარგმანი არსებობს, მათ შორის, გივი გაჩეჩილაძის, კოტე ჯანდიერის, ინოლა გურგულიას, ფილიპე ბერიძის, ვაჟა შიუკაშვილის, ზვიად მუსელიანის, ვასილ გულეურის, ამირან ღოღაძის, მინდია უგრეხელიძის, ზურაბ გურულის, ლელა ებრალიძისა და ეთერ ჭურაძის თარგმანები.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.24
PDF (English)

წყაროები

King James Bible. (2017). King James Bible. https://www.kingjamesbibleonline.org/ (Original work published 1769).

Magistrale, T. (2001). Student Companion to Edgar Allan Poe. Greenwood Press.

https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/fsalmunni/fsalmunni-22.htm

Poe, E. A. Philosophy of Composition. (2003). Norton Anthology of American Literature (N. Baym, Ed. Vol. 2). Norton. (Original work published 1846).

Poe, E. A. (1943). Selected Tales and Poems (H. Allen, Ed.). W. J. Black. (Original work published 1849).

Sanderlin, W. S. (1956). Poe’s Eldorado Again. Modern Language Notes, 71 (3), 189–192.

ბერიძე, ფილიპე, „ელდორადო“, საუნჯე, 1977, N6, გვ. 126-129.

გაჩეჩილაძე, გივი, „რჩეული თარგმანები“, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1981, გვ. 226-227.

გულეური, ვასილ, „ელდორადო“, მწერლობა-XXI: ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. თბილისი, 2011. N1(8), გვ. 55.

გურგულია, ინოლა, „ელდორადო“, პო, ე. ა. „რჩეული ლირიკა“, გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2023, გვ. 137.

გურული, ზურაბ, „ყორანი და სხვა ლექსები“, თბილისი, არტანუჯი, 2019.

ებრალიძე, ლელა, ედგარ ალან პოს „რჩეული ლექსები“, თბილისი, გამომცემლობა „ტალანტარე“, 2023.

მუსელიანი, ზვიად, „ლექსები ქართულ და ინგლისურ ენებზე“, თბილისი, 1999.

უგრეხელიძე, მინდია, „ელდორადო“, საერთო გაზეთი. თბილისი, 2018. 17 ოქტომბერი, N 38. გვ. 16.

ღოღაძე, ამირან, „ელდორადო“, სინათლე: საზოგადოებრივ-ლიტერატურული ყოველთვიური ჟურნალი / საქართველოს უსინათლოთა კავშირი. თბილისი, 2016. N 1-2. გვ. 85-86.

შიუკაშვილი, ვაჟა, „ელდორადო“, საუნჯე, 1989, N2, გვ. 177-178.

ჯანდიერი, კოტე, „ელდორადო“, პო, ე. ა. „რჩეული ლირიკა“, გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2023, გვ. 83.

Churadze, Eter.“Eldorado“ („ელდორადო“). Caucasus Journal of Milton Studies (CJMS), Vol. 2 No. 4: December 2023 (e-ISSN 2720-8222). https://cjojms.com/index.php/research/issue/view/10

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...