სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ზოგიერთი გამოცდილების შესახებ
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

კავშირები სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის
ონ-ლაინ და ინტერაქტიური სახელმძღვანელოები
თანამედროვე მსოფლიოს პრობლები
მათი გადაწყეტის გზების შესწავლა

როგორ უნდა ციტირება

ღვინეფაძე გ., & გიორგაძე ნ. (2024). სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ზოგიერთი გამოცდილების შესახებ. ქართველი მეცნიერები, 6(3), 195–205. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.18

ანოტაცია

სტატიის ავტორებს, სადისერტაციო ნაშრომის „ზოგადსაგანმანათ­ლებლო სკოლის სასწავლო პროცესის მართვის ხელშემწყობი საინფორმაციო სისტემის დამუშავება“ ავტორს და მის სამეცნიერო ხელმძღვანელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, წლებია აკავშირებთ ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ვთვლით, რომ სკოლასა და უნივერსიტეტს შორის სასწავლო-სამეცნიერო სფეროებში დაწყებული ამგვარი სახის ურთიერთობანი საქმის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც მომდევნო წლებში სასურველია, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. კავშირების უწყვეტობა ორივე მხარის, მთლიანობაში კი ქვეყნის  წინსვლის საქმეს მნიშვნელოვნად წაადგება, დაგროვილი გამოცდილების გაზიარება კი შესაბამის ნიადაგს მოამზადებს მომავალში სტუდენტთა სათანადო დონის კონტიგენტის ფორმირებისათვის. სწორედ ასეთი მიზნების რეალიზებისათვის შეიქმნა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ბაზაზე სტრუქტურული ერთეული „ერთად“. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ორმხრივად სასარგებლო კავშირების დასამყარებლად სტუ-ს სხვა ფაკულტეტებზეც არაერთი ღონისძიება ტარდება, მაგრამ, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ, ინფორმატიკის ფაკულტეტს და კერძოდ, მის სტრუქტურაში შემავალ აღნიშნულ დეპარტამენტს დაეკისრა ამ მიმართულებით წამყვანი როლის შესრულება. საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიო მასშტაბით მეტად სწრაფად ცვლად გარემოში მრავალ პრობლემაზე დროულად რეაგირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრანს- და ინტერდისციპლინურ კავშირებს, მათი ორგანიზებისათვის კი - ინფორმატიკის სფეროს. ფაქტია, რომ დღეს სპეციალისტების მიღწევათა დონეს დიდწილად სწორედ მათ მიერ უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევები განაპირობებს. ბოლო წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სწავლების პროცესის ონ-ლაინ ფორმატში ჩატარებამ. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები ფართო შესაძლებლობას იძლევა, მეცადინეობების ეს ფორმა აყვანილი იქნეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე, რაც ხდება სწავლებისათვის ინტერაქტიური სახის მიცემით. ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა  მიმდინარეობს ინფორმატიკის ფაკულტეტზე. მიგვაჩნია, რომ აქ მიღებული შედეგები შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული საჯარო სკოლებშიც, შექმნილი სისტემების გარკვეული მოდიფი­ცირების შემდეგ. ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მეტად დიდი ყურადღება ექცევა „დისტანციური სწავლების“ (distance education) ორგანიზებას საგანმანათლებო სფეროში. მეცადინეობების ამ ფორმის მეშვეობით დამატებითი ეფექტიანი კავშირები მყარდება პედაგოგიურ პერსონალსა და მოსწავლეებს შორის.

ჩვენში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კი, სწავლების ამ მეთოდის დანერგვის საჭიროებას განაპირობებს დამატებითი ფაქტორებიც:

  • ქვეყნის დროებით მიტაცებულ ტერიტორიებზე ოკუპანტების  დავალებით ადგილობრივი სეპარატისტები, ფაქტობრივად, კრძალავენ მშობლიურ ენაზე სწავლებას;
  • მოსწავლეების კონტიგენტის მხრივ მცირერიცხოვან სკოლებში რთულდება, ზოგჯერ კი შეუძლებელიც ხდება რიგ დისციპლინებში სრულფასოვანი ცოდნის მიღება.

შემდეგ, საჯარო სკოლები მოსწავლეებს უნდა აცნობდნენ, ფაქტობრივად, ნებისმიერ დარგში არსებულ პრობლემებს და  უახლეს ფუნდამენტურ მიღწევებს. თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში ამ მიმართულებით მრავალი ღონისძიება ტარდება. სკოლა აქტიური მონაწილეა  გერმანელი სპეციალისტების  მიერ შემუშავებული „მზის სკოლის“ პროექტის; პერიოდულად ლექციების წასაკითხად ვიწვევთ სპეციალისტებს უნივერსიტეტებიდან და მოსწავლეები სტუმრობენ მათ ფაკულტეტებზეც.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.18
PDF (English)

წყაროები

ღვინეფაძე გ., გიორგაძე, ჭუმბურიძე ვ. „სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემის კონცეფცია“. თბილისი. სტუ-ს გამომცემლობა, „შრომები“, 2018, N№2 (508) გვ. 38-46.

გიორგაძე ნ., ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროცესის მართვის ხელშემწყობი საინფორმაციო სისტემის დამუშავება. დისერტაცია. სამეცნ. ხელმძღვ. პროფ. გ. ღვინეფაძე. თბ. ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018. 131 გვ.

ჭუმბურიძე ვ., ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინტერდისციპლინარული სწავლების ავტომა¬ტი¬ზებული მართვა. დისერტაცია. სამეცნ. ხელმძღვ. პროფ. გ. ღვინეფაძე. თბ. ტექნიკური უნივერსიტეტი, 2018. 116 გვ.

შავიშვილი თ.. „ინტერდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული გადაწყვეტი-ლების მიმღები კომპიუტერული სისტემა“. დისერტაცია. სამეცნ. ხელმძღვ. პროფ. გ. ღვინეფაძე. თბ. ტექნიკური უნივერსიტეტი, 2022. 143 გვ.

ღვინეფაძე გ. ტრანს- და ინტერდისციპლინური მიდგომები პრობლემების გადასაწყვეტად. II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,საქართველო და ევროინტეგრაცია“. სტუ, სტატიების კრებული, 29-30 სექტემბერი 2022. გვ. 114-122.

ღვინეფაძე გ.. „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კრეატიული აზროვნების საფუძვლების დისციპლინის სწავლების თაობაზე“. თბილისი. სტუ-ს გამომცემლობა, ,„შრომები“, 2023, №3 (529), ISSN 1512-0996.

G. Ghvinepadze, N. Chorkhauli "Some news from teaching web-technologies “ International ScientificPractical Conference "Modern Challenges and Achievements in Information and Communication Technologies - 2023", Publishing House "Technical University", Tbilisi, October 12-13, 2023.

G. Ghvinepadze, T. Shavishvili. "Concept of designing online textbooks". Tbilisi. Publishing House of GTU, "Works", 2021, No. 1 (519), p. 40-54. ISSN 1512-0996.

G. Ghvinepadze, T. Shavishvili. "Effectiveness of interdisciplinary approaches in scientific research and teaching processes". 2021. May. International scientific conference "Information Society and Technologies of Education Intensification" dedicated to the 50th anniversary of the establishment of the Department of Automated Management Systems and the 80th anniversary of its founder, Academician Gocha Chogovadze. GTU, "Works, automated management systems", 2021. No. 1 (32), p. 316-319. ISSN 1512-3979.

G. Ghvinepadze. Trans- and interdisciplinary approaches to solving problems. II International Scientific Conference "Georgia and European Integration". GTU, collection of articles, 29-30 September 2022. p. 114-122.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...