გრიპის პანდემიის კოსმოსური ფაქტორები

გრიპის პანდემია მზის აქტივობის ციკლი დიდი კომეტები

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
October 23, 2023

ჩამოტვირთვები

მზის აქტივობა დიდ გავლენას ახდენს დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე მოვლენებზე. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალურ პროცესებში და გავლენას ახდენს ტექნოლოგიური სისტემების მუშაობაზე. მზის აქტივობა შეიძლება სახიფათო იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. წარმოდგენილ ნაშრომში შესწავლილია, თუ რა ურთიერთკავშირი არსებობს მზის აქტივობასა და გრიპის პანდემიებს შორის,  გამოყენებული იქნა მზის ლაქათა ანალიტიკური ცენტრის  მიერ 1800-2021 წლებში გამოქვეყნებული ლაქათა მონაცემები (ვოლფის  რიცხვი), ასევე გრიპის პანდემიისა და დიდი  კომეტების გამოჩენის ისტორიული ფაქტები. კვლევის შედეგად გამოვლინდა კავშირი კოსმიურ ფაქტორებსა და გრიპის პანდემიებს შორის. დადგინდა, რომ გრიპის პანდემია ჩვეულებრივ ხდება მზის აქტივობის მაქსიმუმების მახლობლად, ხოლო მზის აქტივობის მინიმუმის განმავლობაში გრიპის პანდემია ხდება მაშინ, როდესაც დიდი კომეტები უახლოვდებიან მზეს 0,003 ასტრონომიულ ერთეულზე ნაკლებ მანძილზე.

 

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.