ალუბლის (Prunus cerasus L.) ინტროდუცირებული ჯიშების დახასიათება

ნაყოფი ჯიში ყვავილი დამტვერვა მოსავალი

ავტორები

  • ელენე მაღლაკელიძე სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, Georgia
  • ზვიად ბობოქაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, Georgia
  • ვანო კაკაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, Georgia
  • ლაშა ციგრიაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, Georgia
  • მარიკა ვახტანგაშვილი სიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მეხილეობის კვლევის სამსახური, Georgia
ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
აგვისტო 25, 2023

ჩამოტვირთვები

სტატიაში წარმოდგენილია საქართველოში უკანასკნელ ხანებში ინტროდუცირებული უცხოური სლექციის ალუბლის  ჯიშების: კარნეოლი, მონტმორანსი, შატენმორელი  აგრობიოლოგიური შესწავლისა და პომოლოგიური აღწერის შედეგები. კვლევა განხორციელდა სსიპ სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის, მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ, 2018-2022 წლებში, საკოლექციო ბაღში (სოფ. ჯიღაურა, მცხეთის მუნციპალიტეტი). კვლევა მოიცავდა შემდეგი სამეცნიერო სამუშაოების განხორციელებას: ჯიშების პომოლოგიური  აღწერა, ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობის კალენდარული ვადების განსაზღვრა, ბიოლოგიური-სამეურნეო მახასიათებლების (მოსავალი, მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეობა, ნაყოფის მექანიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლები) შესწავლა-შეფასება. შესწავლის მონაცემების ანალიზის შედეგად  დადგინდა, რომ ჯიშები (შატენმორელი, მომტმორანსი და კორნეოლი) ხასიათდებიან მაღალი მოსავლიანობით, გამორჩეული სასაქონლო-საგემოვნო თვისებებით და შესაძლებელია მათი რეკომენდება საქართველოს მეხილეობის წამყვან რეგიონებში ალუბლის სორტიმენტის გაუმჯობესების მიზნით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.