ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება ინფორმაციული უსაფრთხოება რისკები არასანქციონირებული გამოყენება ჰაკერი

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
марта 31, 2023

ჩამოტვირთვები

ციფრული ტრანსფორმაციის ერაში მნიშნელოვნად გაიზარდა დამოკიდებულება ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებზე და პროდუქტებზე. შესაბამისად გაიზარდა გამოწვევები ინფორმაციულ უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. სოციალური დისტანცია, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს COVID-19-ის გავრცელების შეკავების პროცესში, ზრდის სამუშაო სადგურების დაინფიცირების, არასანქცირებული წვდომების, მონაცემთა გაჟონვის, მავნე კოდის გაშვებისა და ყველა იმ ტიპის რისკს, რომელიც თან ახლავს დაუცველ გარემოში მუშაობას. კომპიუტერული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება ან ინფორმაციული უსაფრთხოება - კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მართვის წერტილების დაცულობა მისი ხელყოფისგან, არასანქცირებული გამოყენებისგან ან აპარატული უზრუნველყოფის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ელექტრონული მონაცემებისადმი ზიანის მიყენებისგან, აგრეთვე განადგურებისა და დარღვევისგან სერვისებისა, რომლებსაც ისინი მომხმარებელს აწვდიან. ეს სფერო უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კომპიუტერულ სისტემებზე, ინტერნეტზე და უკაბელო ქსელებზე, როგორიცაა Bluetooth და wi-fi. მისი კომპლექსურობის გამო, პოლიტიკისა და ტექნოლოგიის კუთხით, კიბერუსაფრთხოება აგრეთვე არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა თანამედროვე ცხოვრებაში. კიბერუსაფრთხოება დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. სწორედ, ამ დარგს უკავშირდება ისეთი მოთხოვნადი პროფესიები და სპეციალობები როგორებიცაა: უსაფრთხოების ანალიტიკოსი, უსაფრთხოების ინჟინერი, უსაფრთხოების არქიტექტორი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, უსაფრთხოების სპეციალისტი, კონსულტანტი და ა.შ.

მავნე პროგრამების სახეობები -

2003 წელს კომპიუტერულმა ვირუსმა Slammer-მა ელექტროგამანაწილებელი ქსელის მართვის სისტემაში შეაღწია და მისი მუშაობა შეანელა, რამაც მართვის სისწრაფის შენელებაც გამოიწვია. შედეგად, ისეთმა მცირე ინციდენტმაც კი, როგორიცაა ელექტროგადამცემ ხაზზე ხის დაცემა, სერიოზული ჯაჭვური რეაქცია აღძრა. კერძოდ, აშშ-ს ოჰაიოს შტატში ძაბვის ცვლილება დაიწყო, ხოლო აპარატურამ, რომელიც კასკადური ეფექტის თავიდან ასაცილებლად იყო დაყენებული, მაღალი ძაბვის რაიონის დროული იზოლირება ვერ მოახერხა. შედეგად, აშშ-ს 8 შტატი, კანადის 2 პროვინცია (სულ 50 მილიონი ადამიანი) ელექტროენერგიისა და მასზე დამოკიდებული სერვისების გარეშე დარჩა. აღნიშნული მაგალითი მეტყველებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მცირე დაუდევრობას, უსაფრთხოების საკითხების იგნორირებას, ციფრულ ინფორმაციულ სივრცეში. დღეს კიბერუსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას ისე, როგორც არასდროს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.