სახელმწიფოს როლი ეკონომიკის ანტიკრიზისულ მართვაში
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

role of the state
economic crisis
anti-crisis management
unemployment
social issues

როგორ უნდა ციტირება

შენგელია ქ. (2022). სახელმწიფოს როლი ეკონომიკის ანტიკრიზისულ მართვაში. ქართველი მეცნიერები, 4(4), 8–14. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.02

ანოტაცია

ხელისუფლების როლი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში უმნიშვნელოვანესია. მას აქვს ძირითადი ვალდებულებები:  შეუნარჩუნოს საზოგადოებას მშვიდობა, ნორმალური ცხოვრების და მუშაობის პირობები; ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, წარმოების და ექსპორტის ზრდას.

სწორ ანტიკრიზისულ მართვას შეუძლია პრობლემების შერბილება, როგორც მესაკუთრეთა, ისე პერსონალის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში მოყვანა და ეკონომიკის წონასწორობის შენარჩუნება გრძელვადიანი პერიოდისათვის.

ეკონომიკური ზრდის საფუძველი ტექნოლოგიურ პროგრესში მდგომარეობს, რომელსაც უნდა ასტიმულირებდეს სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერით. ტექნოლოგიური განვითარებისათვის საჭიროა დიდი ოდენობით კაპიტალი, რაც მსხვილ კორპორაციებს და მონოპოლიებს გააჩნიათ. თავისუფალი ბაზრის პირობებში კი ტექნოლოგიური პროგრესი არაეფექტიანი იქნება სახელმწიფო რეგულირების გარეშე. უნდა განვითარდეს კვლევები უნივერსიტეტებში და მათ ამისათვის დაფინანსება სჭირდებათ. სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები უნდა გახდეს: კანონის უზენაესობა, წესრიგის დამყარება; დემოკრატიის განვითარება და საკუთრების უფლებების დაცვა.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მოკლევადიანი პრიორიტეტი უნდა იქნეს: Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული დანაკარგების მინიმიზაცია; აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

საშუალოვადიან პერიოდში მთავარ პრიორიტეტი უნდა გახდეს: ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება; კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა; შიდა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობის შენარჩუნება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. კრიზისულ სიტუაციაში მკაფიოდ უნდა იყოს განაწილებული უფლებამოსილებანი. საზოგადოებრივი ინტერესები უნდა გახდეს პრიორიტეტული კერძო ინტერესებთან შედარებით. მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები, რათა მიღწეულ იქნას შიდა გარემოს სტაბილიზაცია, მცირე უსამართლობამ შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს. საზოგადოება უნდა ენდობოდეს სამთავრობო ღონისძიებებს და მუდმივად გრძნობდეს მის მხარდაჭერას. წინააღმდეგ შემთხვევაში რყევები გარდაუვალი გახდება.

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.02
PDF (English)

წყაროები

Papava V. "Georgian Economy: Reforms and Pseudo-Reforms". Tbilisi, Intellect, 2015;

Silagadze A. "Economic Doctrines". Tbilisi, Innovation, 2012;

Ketevan Shengelia, "Main directions of improving living standards in Georgia", Journal. Economics, 2017 №6.

Ketevan Shengelia, "Main Trends in Raising Corporate Social Responsibility in Georgia", International Scientific Journal "SEU and Science", 2018.

Galbraith J.K. Economics in the Century Ahead. “The Future of Economics.” Oxford, Blackwell, 1992;

Porter M.Competitivite Advantages of Nations. “Harvard Business Revieu”, 1990, ʋ 2;

Stiglitz J. The Price Inequality. “W.W. Nortonn & Company”, New York-London, 2012;

http://gov.ge/index.php. Checked 20/08/2021.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...