საქართველოში გავრცელებული დაჯირას - Salvia verticillata L. მიწისზედა ნაწილების ქიმიური შემადგენლობა და ბიოლოგიური აქტივობა

ავტორები

განხორციელდა საქართველოში გავრცელებული დაჯირას - Salvia verticillata L. მიწისზედა ნაწილებიდან მიღებული ეთერზეთის ქიმიური შემადგენლობის კვლევა. დადგინდა დომინანტი კომპონენტების პროცენტული რაოდენობა შიდა ინტეგრაციით,  ფოთლებიდან მიღებულ ეთერზეთში დომინანტი კომპონენტია კარიოფილენი (10.15 %), სპატულენოლი (9.8 %), ვალერანონი (11.9 %), ხოლო ყვავილებიდან მიღებულ ეთერზეთში გერმაკრენი D (17.2 %), კარიოფილენი (9.43 %).  დადგინდა ტერპენული შენაერთების თანაფარდობა, დაჯირას ფოთლებისა და ყვავილების ეთერეზეთში ჟანგბადშემცველი სესქვიტერპენები შესაბამისად 38.43 % და 23.48 %-ია, ხოლო სესქვიტერპენული ნახშირწყალბადები 28.03 % და 40.61 %.  ნარჩენი შროტის წყლიან, მეთანოლიან და ქლოროფორმიან ფრაქციაში დადგინდა ფენოლური შენაერთების ჯამური შემცველობა, ფოლინ-ციოკალტის (Folin-Ciocalteu) რეაქტივის გამოყენებით.  მეთანოლიანმა და ქლოროფორმიანმა ფრაქციამ გამოავლინა ანთების საწინააღმდეგო აქტივობა,  მეთანოლიანი - 100 %,  ხოლო  ქლოროფორმიანი  ფრაქცია  83 %-ით  ახდენს NO-ის წარმოქმნის ინჰიბირებას ლიპოპოლისაქარიდით სტიმულირებული თაგვის მაკროფაგის უჯრედებიდან. წყლიანმა ფრაქციამ გამოავლინა ანტიოქსიდანტური აქტივობა (6.7 ± 0.3 მიკრომოლი TE/მგ) ORAC ტესტში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.