ვაზის ყლორტებიდან ზოგიერთი პესტიციდის იზოლირების და ანალიზის ოპტიმალური პირობების შემუშავება
pdf (ქართული)

Как цитировать

მურთაზაშვილი თ., სივსივაძე კ., თუშურაშვილი პ., გოქაძე ს., & ტატანაშვილი მ. (2021). ვაზის ყლორტებიდან ზოგიერთი პესტიციდის იზოლირების და ანალიზის ოპტიმალური პირობების შემუშავება. Сборник научных трудов ТГМУ, 55, 119–123. извлечено от https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4579

Аннотация

ვაზი და მისი პროდუქტები უძველესი დროიდან ტრადიციული მედიცინის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა. ვაზისეული წარმოშობის პროდუქტების სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების შესახებ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი, რასაც არაერთი ისტორიული წყარო მოწმობს [8]. ვაზის პროდუქტებს რთული შემადგენლობა გააჩნია. ისინი მდიდარია მრავალი სამკურნალო თვისების მქონე კომპონენტებით, მათ შორის, ორგანული მჟავებით, ფენოლური შენაერთებით, მაკრო- და მიკროელემენტებით, ხსნადი და უხსნადი საკვები უჯრედისით, ამინმჟავებით, მთრიმლავი და პექტინოვანი ნივთიერებებით. ქიმიური შემადგენლობის მრავალფეროვნება ქმნის საფუძველს მათი გამოყენებისათვის საკვები, სამედიცინო და კოსმეტოლოგიური დანიშნულებით. საკვები და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება ვაზისეული წარმოშობის შემდეგი პროდუქტები: ყურძენი (მწიფე, მომწიფებული, მშრალი (ქიშმიში)), ყურძნის წვენი, ღვინო, ვაზის ყლორტი, ფოთლები და ყვავილები, წიპწა, კლერტი და ლექი.

pdf (ქართული)

Скачивания

Данные скачивания пока недоступны.