პლაზმოლიფტინგის გამოყენება საფეთქელ-ქვედა ყბის სასახსრე დისკის დისლოკაციის ფონზე განვითარებული მეორადი ართროზების კომპლექსურ მკურნალობაში
PDF

საკვანძო სიტყვები

Autoplasma
Secondary Arthrosis
TMJ Disc

როგორ უნდა ციტირება

გვენეტაძე გ., ორჯონიკიძე ზ., მეტრეველი ქ., გვენეტაძე ზ., & ტორაძე გ. (2021). პლაზმოლიფტინგის გამოყენება საფეთქელ-ქვედა ყბის სასახსრე დისკის დისლოკაციის ფონზე განვითარებული მეორადი ართროზების კომპლექსურ მკურნალობაში . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53, 35–36. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/428

ანოტაცია

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებებს შორის სახსარშიდა მოშლილობებს სიხშირით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს (სახსრის დაავადებების 80%-ზე მეტი) [2,4]. ტერმინი "სახსრის შინაგანი მოშლილობები” გამო-იყენება იმ შემთხვევებში, როცა ხდება სახრის ელემენტების (სასახსრე დისკი, ქვედა ყბის როკისებური მორჩის სასახსრე თავი, საფეთქლის ძვლის ქვედა ყბის ფოსო, სასახსრე ჩანთა) ანატომიური და ფუნქციური ურთიერთდამოკიდებულების მოშლა [2]. შინაგანი მოშლილობების მიზეზი სხვადასხვა გენეზის შეიძლება იყოს. სასახსრე ჩანთის ზომაზე მეტად დაჭიმვა წინასწარ განმსაზღვრელი და ხელშემწყობი ფაქტორია სახსარშიდა მოშლილობების განვითარებისთვის. სასახსრე ჩანთის ზომაზე მეტად დაჭიმვა შეიძლება განვითარდეს ქვედა ყბის უჩვეულო მოძრაობის ან საკვების მიღების დროს პირის ზომაზე მეტად გაღების, მთქნარების, კბილების მკურნალობის ხანგრძლივი პროცედურის, ტრავმული ექსტრაქციის ან არასწორი პროთეზირების შედეგად. ამ დროს ხდება ზოგიერთი იმ სახსარშიდა მყესის ზომაზე მეტად დაჭიმვა, რომელიც აფიქსირებს სასახსრე დისკს. ეს იწვევს აღნიშნული დისკის დისლოკაციას. დისკის ცდომისას ხდება მისი მუდმივი ტრავმირება ქვედა ყბის სასახსრე თავით, მისი დეფორმაცია და ვითარდება ქრონიკული ანთებითი პროცესი, როგორც ამ ტრავმის შედეგი. რამდენიმე თვის განმავლობაში დგება სახსარშიდა მოშლილობების ბოლო სტადია - სასახსრე დისკის ქრონიკული ამოვარდნილობა, მეორადი ოსტეოართროზი [4,5]. პაციენტებს ეწყებათ მუდმივი ან პერიოდული ტკივილი დაზიანებული სახსრის არეში, პირის გაღების შეზღუდვა. მედიკამენტური და ფიზიოთერაპიული საშუალებების გამოყენება, ასევე, მექანოთერაპია სიმპტომური მკურნალობაა და ვერ წყვეტს აღნიშნულ პრობლემას. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარშიდა მოშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება ორთოდონტიული და ორთოპედიული მეთოდები, რაც ხანგრძლივია და ყოველთვის ვერ იძლევა სახსარშიდა ელემენტების მოქმედების ნორმალიზებას [6].

PDF

წყაროები

სახსრების ტკივილი ადამიანებს ცხოვრების ხალისს უკარგავს! (ართროპლაზმოლიფტინგი და მისი ეფექტები) - მ. მ. დ. ელგუჯა კვინიკაძე. ოჯახის მკურნალი, ივნისი 2019, გვ. 24

Кравченко Д. В. Диагностика и малоинвазивные методы лечения пациентов с функциональными нарушениями височно-нижнечелюстного сустава. Автореф. Дис канд. мед. наук: 14.00.21 / Д.В. Кравченко.- Москва 2009.- 25с.

Jaw claudication is the only clinical predictor of giantcell arteritis H. Sato“, M. Inoue, W. Muraoka, T. Kamatani, S. Asoda, H. Kawana, S. Shirota, T. Nakagawa, K. Wajima Department of Oral and Maxillofacial Surgery, School of Dentistry, Showa University, Tokyo, Japan - International Journal of Maxillofacial Surgery 2017.

Efficacy of hyaluronic acid injection in superior joint space for the treatment of temporomandibular disorder in Taiwan C.Y. Peng “, M.Y Lu Department of Oral and Maxillofacial Surgery, Chung Shan Medical University Hospital, Taichung, Chinese Taipei - International Journal of Maxillofacial Surgery 2017

Temporomandibular joint fossa difference according to the skeletal malocclusion J.Y Paeng “, M.H. Lee, C.U. Lee, D. Y. Choung, T.G. Kwon, J.W. Kim, S.Y Choi Department of Oral and Maxillofacial Surgery, School of Dentistry, Kyungpook National University, Daegu, South Korea - International Journal of Maxillofacial Surgery 2017.

Evaluation of new concept of platelet-rich plasma periarticular injections for pain reduction in patients with temporomandibular joint dysfunctions: a pilot study. A Stamatoski”. J. Fidoski Faculty of Dental Medicine Skopje, Sts Cyril and Methodius, Private Dental Office, Macedonia - International Journal of Oral and Maxillofacial Surgery 46 (2017): 363. doi:10.1016/j.ijom.2017.02.1222.

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...