ანოტაცია
დღესდღეობით საქართველოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიურმა პირობებმა გავლენა მოახდინა ფარმაცევტულ საქმიანობაზე. ანთებითი დაავადებებისა და სხვადასხვა გენეზის ტკივილების ძირითადი თერაპია უკავშირდება. არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას. ისინი წარმოადგენენ ქიმიური თვალსაზრისით არაერთგვაროვანი წამლების ჯგუფს, რომლებსაც მსგავსი მოქმედების მექანიზმი აერთიანებს და განსხვავდებიან თერაპიული ეფექტის გამოვლენის ხარისხით, უსაფრთხოებითა და ფარმაკოლოგიური თვისებებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ინიშნება სხვადასხვა ბუნებისა და ლოკალიზაციის ანთებითი პროცესების დროს – ტკივილი, ციება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ანთებით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა ბოლო 10 წლის მანძილზე. შესაბამისად იზრდება ფარმაცევტის როლი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სწორად შერჩევასა და გამოყენებაში. ფარმაცევტმა სწორად უნდა მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია , თუ რისთვის, როგორი დოზირებით და რა სიხშირით მიიღოს ავადმყოფმა ესა თუ ის პრეპარატი, რადგან ხშირია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების არასწორად მიღების შემთხვევები თვითმკურნალობის დროს (1,4,5).
წყაროები
2. Psponline.ge
3. http://www.medgeo.net/2009/05/22/nonsteroid/
4. ვ. ერიაშვილი “სოციალური ფარმაცია” 2001წ.
5. ვ. ერიაშვილი, ნ.დუღაშვილი „ფარმაცევტული ბიზნესის საფუძვლები” - 2006 წ.