საქართველოს მეგალითური მემკვიდრეობა როგორც გეოტურიზმის რესურსი და მათი ტურისტული პოტენციალის შეფასების ინდექსის შემუშავება

ავტორები

  • მანანა ალადაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0002-6558-2542
  • მაია ხეჩიკაშვილი ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0002-6558-2542
  • თამარ თამარაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2026.13.01.04

საკვანძო სიტყვები:

მეგალითური მემკვიდრეობა, გეოტურიზმი, გეომემკვიდრეობა, ტურისტული პოტენციალი, ტურისტული მზადყოფნა, MGTAI, AHP, აბული, გოხნარი, საქართველო

ანოტაცია

საქართველოს მეგალითური მემკვიდრეობა ქვეყნის პრეისტორიული და არქე­ოლ­ოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის ტურისტული პოტენც­იალი ჯერ კიდევ არასრულად არის შესწავლილი და ათვისებული. მეგალითური და ციკ­ლოპური ნაგებობების მნიშვნელობა განისაზღვრება არა მხოლოდ მათი ისტორიული, არქ­ეოლ­ოგიური და კულტურული ღირებულებით, არამედ ბუნებრივ გარემოსთან, რელიეფთან, ლანდ­შა­ფტთან და სივრცით კონტექსტთან ურთიერთკავშირით. შესაბამისად, მათი ტური­სტული გა­მ­ო­ყენების შეფასება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ერთდროულად გაით­ვალისწინებს როგორც მემკვიდრეობის რესურსულ ღირებულებას, ისე ტურისტული გამოყ­ენებისათვის არსებულ პირობებს.

კვლევის მიზანია საქართველოს მეგალითური მემკვიდრეობის გეოტურისტული პოტ­ენ­ციალის შეფასებისათვის ადაპტირებული რაოდენობრივი ინსტრუმენტის - მეგალითური გეომემკვიდრეობის ტურისტული პოტენციალის შეფასების ინდექსი (MGTAI) - შემუშავება და მისი საპილოტე გამოცდა აბულისა და გოხნარის მეგალითურ ობიექტებზე. შემო­თავ­აზე­ბული მოდელი აერთიანებს ორ ძირითად კომპონენტს: რესურსულ გეოტურისტულ პოტენ­ცი­ალს (RGP) და ტურისტულ მზადყოფნას (TR). შეფასება ეფუძნება 10 კრიტერიუმს, რომე­ლ­თაგან ხუ­­თი რესურსულ, ხოლო ხუთი ტურისტული მზადყოფნის კომპონენტს მიეკუთვნება. თით­ოეული კრიტერიუმი ფასდება 0–5-ქულიანი სკალით, ხოლო კრიტერიუმების მნიშ­ვნე­ლობა წარმოდგენილია წინასწარ განსაზღვრული წონებით.

საპილოტე შეფასების შედეგად, აბულის მეგალითურმა ობიექტმა MGTAI-ის 100-ქუ­ლ­იან სისტემაში 84.0 ქულა, ხოლო გოხნარმა 61.0 ქულა მიიღო. აბულის რესურსული გეო­ტ­ურისტული პოტენციალი (RGP) შეფასდა 58.0 ქულით 60-დან, ხოლო ტურისტული მზა­დყ­ოფნა (TR) - 26.0 ქულით 40-დან. გოხნარის შესაბამისმა მაჩვენებლებმა 46.0 და 15.0 ქულა შე­ადგინა. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ორივე ობიექტის რესურსული გეოტ­ური­სტული პოტენციალი აღემატება მათ მიმდინარე ტურისტული მზადყოფნის დონეს, რაც მიუ­თ­ითებს არსებული მემკვიდრეობითი რესურსის ტურისტულ პროდუქტად გარდაქმნისთვის დამა­ტ­ებითი პირობების შექმნის საჭიროებაზე.

დასკვნა: მაღალი მემკვიდრეობითი და ლანდშაფტური ღირ­ებულება ავტომატურად არ ნიშნავს ობიექტის მაღალ ტურისტულ მზადყოფნას. შესაბამისად, MGTAI შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ მეგალითური ობიექტების რანჟირების, არამედ მათი ტურისტული განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ტურისტული გამოყენების ინტერესების დაბალანსების ინსტრუმენტად.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

მანანა ალადაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

მაია ხეჩიკაშვილი, ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

თამარ თამარაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

წყაროები

1. Brilha, J. (2016). Inventory and quantitative assessment of geosites and geodiversity sites: A review. Geoheritage, 8, 119–134.

2. Brilha, J., Gray, M., Pereira, D. I., & Pereira, P. (2018). Geodiversity: An integrative review as a contribution to the sustainable management of the whole of nature. Environmental Science & Policy, 86, 19-28.

3. Farsani, N. T., Coelho, C., & Costa, C. (2011). Geotourism and geoparks as novel strategies for socio-economic development in rural areas. International Journal of Tourism Research, 13(1), 68–81.

4. Farsani, N. T., Coelho, C., & Costa, C. (2014). Geotourism and geoparks: A tool for socio-economic development in rural areas. GeoJournal, 79, 39–54.

5. Gray, M. (2008). Geodiversity: Valuing and conserving abiotic nature (2nd ed.). Wiley-Blackwell.

6. Hose, T. A. (2012). 3G’s for modern geotourism. Geoheritage, 4, 7–24.

7. Renfrew, C. (1973). Before Civilization. The Radiocarbon Revolution and Prehistoric Europe. Jonathan Cape, London. 1976 Megaliths, Territories and Populations. Acculturation and Continuity in Atlantic Europe, edited by SJ De Laet, 198-220.

8. Richards, G. (2006). Cultural tourism: Global and local perspectives. Haworth Press.

9. Richards, G. (2011). Cultural tourism: Global and local perspectives. Tourism Recreation Research, 36(3), 299–303.

10. Scarre, C. (Ed.). (2002). Monuments and landscape in Atlantic Europe: Perception and society during the Neolithic and Early Bronze Age. Psychology Press.

11. Smith, L. (2006). Uses of heritage. Routledge.

12. Štrba, Ľ., Varró, K., & others. (2023). Geosite assessment and geotourism potential: Methodological approaches and applications. Sustainability, 15, 9539.

13. Zorlu, K., Polat, S., Yılmaz, A., & Dede, V. (2024). An integrated fuzzy-rough multi-criteria group decision-making model for quantitative assessment of geoheritage resources. Resources Policy, 90, 104773.

14. ხოზრევანიძე ნ., ალადაშვილი მ., ქობლიანიძე თ. (2026). გეოტურიზმი და გეომე¬მკვიდ-რეობის დაცვა: მდგრადი განვითარების და ვიზიტორთა მართვის მოდელები. საქარ¬თვე-ლოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები.

15. Amir, J. F., & Shaleha, N. (2026). Digitisation of Intangible Cultural Heritage: Raising the Legend of a UNESCO Global Geopark Area. Udayana Journal of Law anpd Culture, 10(1), 102-124.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-10-16

როგორ უნდა ციტირება

ალადაშვილი მ., ხეჩიკაშვილი მ., & თამარაშვილი თ. (2026). საქართველოს მეგალითური მემკვიდრეობა როგორც გეოტურიზმის რესურსი და მათი ტურისტული პოტენციალის შეფასების ინდექსის შემუშავება. სამეცნიერო ჟურნალი “სპექტრი” , 13(1). https://doi.org/10.52340/spectri.2026.13.01.04

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.