ევროპული მოდელის საბაჟო კოდექსისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოწვევები
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2025.11.01.14საკვანძო სიტყვები:
საბაჟო კონტროლი, ოქროს სია, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, საბაჟო გადასახდელი, სატარიფო ზომები, ვმოანოტაცია
ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის საბაჟო კოდექსის სხვა ფუნდამენტური დებულებების პირდაპირი გამოძახილია საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც 2019 წლის 28 ივნისს ამოქმედდა. დღეს მოქმედ საბაჟო კოდექსში გამოვყოფდით შემდეგ მომენტებსა და თავისებურებებს, რაც არსებითია საბაჟო კოდექსისათვის: ინსტიტუციონალური მდგომა სისტემური სახით წარმოდგენილ ძირითად პრობლემებზე ყურადღების გამახვილების საშუალებას იძლევა. ინსტიტუციონალურ პრობლემებს მიეკუთვნება: საბაჟო პოლიტიკა, საერთაშორისო-საბაჟო ინტეგრაცია, საბაჟო ორგანოები, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება, სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა, საქონელზე განხორციელებული სპეციალური საბჟო პროცედურები, სეს-ესნ-ის წარმოება, წმინდა სამართალდამცავი ბლოკი და სხვ.
როგორც ვხედავთ, საბაჟო კოდექსში წარმოდგენილია საბაჟო ორგანოებისათვის ნიშანდობლივი და მათი საქმიანობისათვის დამახასიათებელი პრობლემების, მიმართულებებისა და ფუნქციონირების, ასევე საბაჟო სფეროში ორგანოების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ფართო სპექტრი. ამ დებულებების და ნორმების საფუძველს ემყარება საბაჟო სამართალი.
მსგავსად, ევროკავშირის საბაჟო კოდექსისა, საქართველოს საბაჟო კოდექსში მოცემულია რისკების მართვის კონცეფცია, რომლებიც საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ: შემოსავლების სამსახურმა კონტროლის ზონაში საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას უნდა გააკონტროლოს არა ყველაფერი, რაც მისი გავლით მოძრაობს, არამედ აირჩიოს მიზნები, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ეკონომიკასთან, უსაფრთხოებასთან, ჯანმრთელობასთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან და ა.შ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ხარაზი ია, საბაჟო სამართალი, თბილისი, 2021
ხარაზი ია, ხარაზი ქეთინო, საბაჟო სამართალი, თბილისი, 2022.
ხარაზი ი; საბაჟო სამართალი, თბილისი, 2010
ხარაზი ი; საბაჟო სამართალი, ელ/ვერსია, https://elibrary.sou.edu.ge/
ხარაზი ი; საქართველოს საგადასახადო სამართალი, მეორე ნაწილი, თბილისი, 2014
ხარაზი ი; საქართველოს საგადასახადო სამართალი, პირველი ნაწილი, თბილისი, 2015
ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებული საქონლის დაბეგვრის თავისებურებანი, თბილისი, 2008
სტატია:
კვინტრაძე ნ; საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება, 2018/10/9, https://forbes.ge/news/4689/saqarTvelos-axali-sabaJo-kodeqsi-eqneba
სამართლებრივი აქტები:
ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს პრეამბულა, https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/3848820?publication=0
საქართველოს საბაჟო კოდექსი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/4598501?publication=2
ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს #257 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“, https://matsne.gov.ge/ka/document/view/4644552?publication=0
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
